Aqualia, უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას დანერგავს
ფოტო: GWP
"პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია აქვალიას საქართველოსთან მიმართებაში, არის: წყლის სრული ციკლის მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას შეეფერება! ჩვენ ამას მივაღწევთ!" — აცხადებს საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორის, FCC Aqualia-ს ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი.
"ქართულ წყალმომარაგებაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზების შემდეგ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა. კვლავაც საჭიროა დიდი ინვესტიციების ჩადება ქსელის განახლების მიზნით, იმისთვის, რომ კავკასიაში ყველაზე დინამიკური დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნები სათანადოდ დაკმაყოფილდეს. აღნიშნულის მისაღწევად, აქვალია განახორციელებს სათანადო ინვესტიციებს, დანერგავს ქმედით პროცესებს პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად, რომლის მოწოდებაც საზოგადოების სამსახურში ყოფნაა. ოპტიმალური მართვის მიზნით, განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, რათა დააკმაყოფილოს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სერვისზე, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იქნება ქვეყნის განვითარების და მისი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე".
წყალმომარაგების დარგში მსოფლიოს ლიდერი კომპანიისთვის საქართველო მიმზიდველი სწორი საინვესტიციო პოლიტიკისა და განსაკუთრებული გარემოს გამო გახდა.
რეგიონული დირექტორის აზრით, მიუხედავად ტერიტორიული სიახლოვისა, ისეთ ძველ იმპერიებთან, როგორიც არის რუსეთი, თურქეთი და ირანი, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი სრულიად განსაკუთრებული იდენტობა და დასავლურ-ევროპული და ქრისტიანული ღირებულებები. მოსახლეობის ევროპულმა ფასეულობებმა და სიმტკიცემ უზრუნველყო ქართული ენის, დამწერლობისა და კულტურის გადარჩენა.
მიუხედავად მძიმე საბჭოური წარსულისა და მოგვიანებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონების ანექსიისა, საქართველომ ურთულეს პირობებში მოახერხა ადაპტაცია და გააგრძელა ეკონომიკური განვითარება.
ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დღეს მზარდია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021 წელს მშპ 10,5%-ით, 2022 წელს - 10,1%-ით გაიზარდა. 2023 წლის პროგნოზი 6,2%-იანი ზრდაა. ხოსე ენრიკე ბოფილის აზრით, ღია და გამჭვირვალე პოლიტიკა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და საუკეთესო საინვესტიციო გარემო საქართველოს მუდმივ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, რაც მიმზიდველ გარემოს ქმნის კვალიფიციური ინვესტორებისთვის.
აქვალიას რეგიონული დირექტორი ხაზს უსვამს საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას და მის განსაკუთრებულ ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან.
"ოქტომბრის ბოლოს, აქვალიას სახელით მონაწილეობა მივიღე კავკასიის რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს აბრეშუმის გზის მეოთხე ეკონომიკურ ფორუმში. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გამართულ გალა ვახშამზე, მასპინძელი ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ერთ მაგიდაზე ისხდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ მინისტრები. ეს მაშინ, როდესაც ორივე ქვეყანა 90-იანი წლებიდან მოყოლებული კონფლიქტშია მთიანი ყარაბაღის გამო. თუნდაც ეს ფაქტი ადასტურებს რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერ ქვეყანას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მედიატორის როლი აქვს.
ეჭვგარეშეა, რომ საქართველო საგარეო ფაქტორების გამო მუდმივად დიდი გამოწვევების წინაშეა და თავადაც საჭიროებს პოზიციების გამყარებას. სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება იქნება ქვეყნისთვის ის მნიშვნელოვანი სტიმული, რომელიც გაუმყარებს პოზიციებს რეგიონში და მისცემს საშუალებას გონივრული შეთანხმების გზით, განსაზღვროს თავისი გრძელვადიანი პოზიცია, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში."
2022 წლის იანვარში, აქვალიამ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აქციების 80% შეისყიდა. კომპანია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სრულ ციკლს მართავს და 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. ამ გარიგების შედეგად აქვალია საქართველოში დღეისათვის ყველაზე მსხვილი დარგობრივ ინვესტორი და წყალმომარაგების დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები