გრიგოლ გეგელია

29 Nov. 2023, 15:40

არსებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს დაესწროს ეუთოს სხდომას სერგეი ლავროვთან ერთად.

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი რამდენიმე დღეში მაკედონიაში გაიმართება. მას ესწრება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

პროტესტის ნიშნად, სხდომას ბოიკოტს უცხადებენ უკრაინის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

მაშინ, როდესაც რუსული ოკუპაციის გამოცდილების მქონე ცივილიზებული სახელმწიფოები მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი დარჩიაშვილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო რეპუტაციის მოსპობას.

ეს ხელისუფლება არც ერთხელ არ ყოფილა კიევში, არც უშუალოდ ომამდე და არც ომის განმავლობაში, მაგრამ, კარგად გვახსოვს, თუ როგორ ვახშმობდა პუტინთან ერთად ჩინეთში მყოფი ვიცე პრემიერ-მინისტრი, სულ ცოტა ხნის წინ.

დღეს იგივე ხელისუფლება აპირებს დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი.

მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ ამცნოს საზოგადოებას, აპირებს თუ არა დაესწროს სხდომას ქართველთმოძულე ლავროვან ერთად. კატეგორიულად მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მიბაძონ ჩვენი ღირსეული პარტნიორების მაგალითს და უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე! ოკუპანტი ლავროვის გვერდით ჯდომა ღირსების შემლახავია!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის შემთხვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ…