გრიგოლ გეგელია

10 Mar. 2024, 16:45

ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ტრიუკი რუსული ჰიბრიდული ომის ჟანრში. ქართული ოცნება ამით უპირისპირდება საკუთარ ხალხს.

ჩემი აზრით, ამ კანონის რეალური საჭიროება არ დგას, ასეთი საკითხები არ განიხილება.

არ ვიცი, ვის ესაუბრება ქართული ოცნება. თუ ქართულ ოცნებას სურს მიიღოს კანონი, რომელიც განმარტავს, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, დედა დედაა და მამა მამაა, წარმატებას ვუსურვებ ამ სამარცხვინო ტრიუკებში. ჩვენ ამასობაში ვსაუბრობთ გაჭირვების დაძლევაზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, იმაზე, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ათასლარიან პენსიას სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ. შედეგებს მოვიმკით შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა უღირს, სამარცხვინო მანიპულატორებს ძალიან საკადრის პასუხს გასცემს.

ყველა ზღვარს გადავიდა ტოტალური უვიცობა, კორუფცია და ცინიზმი, რასაც ჯამურად ქართული ოცნება ჰქვია. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, ეს კანონი ვენეციის კომისიაში იყოს გადაგზავნილი, რადგან ევროპული კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართ, დაე, ვენეციის კომისიამ გასცეს პასუხი ამ კანონის ავკარგიანობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება და ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს.…