მეცნიერებს გადაშენებული სახეობის დაბრუნება და მისთვის შესაბამისი ჰაბიტატის შექმნა სურთ
დოდოს, იგივე მავრიკანული დრონტის დაბრნება ძალიან ამბიციური პროექტია.
Mauritian Wildlife Foundation არაკომერციული კონსერვაციის ორგანიზაციაა, რომელსაც Colossal Biosciences-თან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა სურს. მეცნიერებს ისეთი ჰაბიტატის შექმნა აქვთ გადაწყვეტილი, რომელშიც გადაშენებული ფრინველი დოდო ცხოვრობდა.
ბენ ლამისა და ჯორჯ ჩერჩის მიერ დაარსბული Colossal სხვა ამბიციური პროექტებითაც პოპულარულია. კომპანიაში მამონტების დაბრუნებაც სურთ.
ეროვნული მთავრობისა და ადგილობრივი მკვლევრების მხარდაჭერით აშენებული ეს გარემო ფრინველების პოპულაციის აყვავებას შეუწყობს ხელს. ეს მანამ, სანამ დოდოს ველურ ბუნებაში არ დააბრუნებენ.
დოდოს, იგივე მავრიკანული დრონტის დაბრნება ძალიან ამბიციური პროექტია. ფრინველის გადაშენებაში დიდი როლი ადამიანს მიუძღვის და აი ახლა, ტექნოლოგიების გამოყენებით, მეცნიერებს მისი დაბრუნება სურთ.
ცნობისთვის, ფრინველი მე-17 საუკუნეში გადაშენდა. მიიჩნევა, რომ ოდესღაც დოდო ისეთ ადგილას დასახლდა, სადაც საფრთხე არ იყო. ფრინველი საკვებსაც მარტივად მოიპოვებოდა, ამის გამო მან ნელ-ნელა ფრენის საშუალება დაკარგა. სახეობა მას შემდეგ გადაშენდა, რაც მეკობრეებმა კუნძულზე კატები და სხვა შინაური ცხოველები შემოიყვანეს.
გარდა ამისა, ფრინველზე ნადირობდნენ ადამიანებიც, რადგან მისი ხორცი ძალიან გემრიელი ყოფილა. დოდო მხოლოდ ერთ კვერცხს დებდა, რამაც მისი გადაშენება კიდევ უფრო დააჩქარა.
რიგითი დოდოს გადასარჩენად
პალეოგენეტიკოსი ბეთ შაპირო იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც დოდოს გენომი სრულად გაშიფრა. მისი ხელმძღვანელობით, Colossal-ის გუნდმა სხვა მსგავსი ფრინველის გენომი შეისწავლა. Solitrie მავრიკის კუნძულის მახლობლად ცხოვრობდა, მაგრამ ახლა ისიც გადაშენებულია.
გარდა ამისა, მკვლევრებმა ასევე აღადგინეს დოდოს უახლოესი ცოცხალი ნათესავის, ნიკობარის მტრედის გენომის თანმიმდევრობა. ამ მტრედის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერები პირველადი ჩანასახის სახით სწორედ ამ სახეობის გამოყენებას გეგმავენ.
სპეციალური გარემო დოდოსთვის
პროექტში Mauritian Wildlife Foundation-ის როლი დოდოსთვის შესაბამისი ჰაბიტატის შექმნა იქნება. ფონდი იმუშავებს კრიტიკული ეკოსისტემების აღდგენაზეც. გარდა ამისა, ფონდი ადგილობრივ მოსახლეობაში პროექტის მიმართ ცნობადობის გაზრდით იქნება დაკავებული.
უშუალოდ ჰაბიტატის შექმნის შემდეგ, ფონდი იზრუნებს იმაზე, რომ დოდო ველურ ბუნებას თავისუფლად დაბრუნდეს.
"დოდო არის სახეობა, რომლის გადაშენებაშიც მნიშვნელოვანი როლი ადამიანებს მიგვიძღვის. თუმცა, ახლა ჩვენ მისი დაბრუნება გვინდა. ეს ფრინველი 1680-იანი წლებიდან გადაშენდა, მაგრამ ის მაინც არ დავივიწყეთ. მოხარულები ვართ, რომ მისი დაბრუნების საშუალება გამოჩნდა", — თქვა ვიკაშ ტატაიაჰმა, მავრიკიის ველური ბუნების დაცვის განყოფილების დირექტორმა.
კომენტარები