უჯრედული მახსოვრობა — მკვლევრებმა ბაქტერიების უცნაური თვისება აღმოაჩინეს
ბაქტერიებს აქვთ "მახსოვრობა" და მას თაობებს გადასცემენ.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბაქტერიებს შეიძლება ჰქონდეთ "მეხსიერება" და ეს წინა გამოცდილებებიდან. ეს მეხსიერება რამდენიმე თაობაზე გადადის.
ადამიანების მეხსიერება მულტიფუნქციურია, მაგრამ ბაქტერიების შემთხვევაში ეს გარკვეული ფაქტორებითაა შემოფარგლული. რითი? ეს შეიძლება იყოს რკინის დონე, რაც ბაქტერიის გარემოსთან ადაპტაციას უწყობს ხელს.
ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის (UT) მკვლევრების აზრით, ბაქტერია E. coli-მა შექმნა ბუნებრივი ბიოლოგიური სისტემა. სისტემაში რკინის დონე მოქმედებს როგორც ტრიგერი, რის შედეგადაც ბაქტერიაში იქმნება მეხსიერების ტიპი და ეს უჯრედის ქცევას არეგულირებს.
მკვლევრების თქმით, ეს აღმოჩენა სასარგებლოა ბაქტერიული ინფექციების შესამცირებლად და ანტიბიოტიკორეზისტენტობის მზარდ პრობლემასთან საბრძოლველად.
ბაქტერიების მეხსიერება რკინის სახით
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ E. coli ბაქტერია რკინის დონეს სხვადასხვა ქცევის შესახებ ინფორმაციის შესანახად იყენებს. კონკრეტული სტიმულის საპასუხოდ, ეს შენახული ცოდნა შეიძლება გააქტიურდეს.
"ბაქტერიებს არ აქვთ ტვინი, მაგრამ მათ შეუძლიათ შეაგროვონ ინფორმაცია გარემოდან. მათ შეუძლიათ შეინახონ ეს ინფორმაცია და გამოიყენონ მომავალში საჭიროებიდან გამომდინარე", — თქვა სოვიკ ბჰატაჩარიამ, კვლევის ავტორმა და UT-ის უნვიერსიტეტის პროფესორმა.
ეს მახსოვრობა ბაქტერიებს თავის დაცვაშიც ეხმარება, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობაში.
10 000 ერთუჯრედიანი ჯგუფის ანალიზი
მკვლევრებმა 10 000-ზე მეტი ერთუჯრედიანი ჯგუფი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ უჯრედები მეხსიერებას რკინის დონის საფარში ინახავენ.
ცალკეულ ბაქტერიებს, რომლებიც დამოუკიდებლად არსებობდნენ, დადგინდა, რომ რკინის განსხვავებული დონე ჰქონდათ.
აღმოჩნდა, რომ ანტიბიოტიკებისადმი ტოლერანტობის მქონე ბაქტერიებს რკინის დონე დაბალანსებული ჰქონდათ. რკინასთან დაკავშირებული ეს ქცევები მინიმუმ ოთხი თაობის განმავლობაში გაგრძელდა, სანამ მეშვიდე თაობის მომენტში სრულად არ გაქრა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბაქტერიულ ქცევაში "მახსოვრობას" დროებითი ეფექტი ჰქონდა.
"სანამ დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი იყო, ადრეული უჯრედული სიცოცხლე მრავალი პროცესისთვის რკინას იყენებდა. რკინა გადამწყვეტია არა მხოლოდ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაში, არამედ სიცოცხლის ევოლუციაშიც. ლოგიკურია, რომ უჯრედები გამოიყენებდნენ მას", — დასძინა ბჰატაჩარიამ.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ როდესაც რკინის დონე დაბალია, ბაქტერიული მეხსიერება აქტიურდება, რაც იწვევს სწრაფად მოძრავი მიგრირებადი გროვის ჩამოყალიბებას. ეს ყველაფერი რკინის მოსაძიებლად ხდება.
"რკინის დონე ნამდვილად არის ვირულენტობის მნიშვნელოვანი ფაქტორი. საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტი ვიცით ბაქტერიების ქცევის შესახებ, მით უფრო ადვილია მათთან ბრძოლა", — აღნიშნა ბჰატაჩარიამ.
დასკვნები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები