ვისოლმა განახლებული ბრენდის კონცეფციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
ფოტო: ვისოლი
ვისოლმა განახლებული ბრენდის კონცეპციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა ვაჟა-ფშაველას გამზირის #27გ-ში და ამიერიდან საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას მომხმარებლებს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ახალი დიზაინ კონცეფციით და სათქმელით — კეთილი მგზავრობა - შეუქმნის.
"ვისოლი დაარსების დღიდან ისწრაფვის ქვეყანაში შექმნას საუკეთესო ინფრასტრუქტურა გადაადგილებისთვის, იყოს საქართველოში წარმატებული ბიზნეს საქმიანობის მაგალითი და განხორციელებული ინვესტიციებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნით პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ვისოლი მომხმარებლების „ეთილი მგზავრობისთვის დღეს უკვე ყველა პირობას ქმნის სმარტთან, ვენდისთან, დანკინთან და მალე უკვე საბვეისთან ერთად მგზავრობისას საჭირო ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზებით. ახალი კონცეფციისა და ვიზუალის ავტოგასამართი სადგურებით კი კიდევ უფრო სასიამოვნოს გავხდით ჩვენთან ურთიერთობას. წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგურის განახლებას შევძლებთ და ეტაპობრივად სრული ქსელის ვიზუალური რებრენდინგით ვისოლი ახალ დანაპირებს სრულფასოვნად შეასრულებს." — აცხადებს ვისოლისა და სმარტის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
ვისოლმა საქართველოს ნავთობბაზარზე 23 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობის შემდგომ ბრენდის სტრატეგიული განახლება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და გზამკვლევი ვარსკვლავი მთავარ სიმბოლოდ აქცია. ვისოლისა და სმარტის ბრენდების განახლებაზე სტრატეგიულმა ბრენდინგ სააგენტომ — მილენიალ ჰაბმა იმუშავა, რომელიც სპეციალიზირდება ბრენდინგის, რებრენდინგის და მსხვილი საკომუნიკაციო პროექტების სტრატეგიაზე. გიორგი ტაბატაძე და ვასკა ჩუბინიძე წარმოადგენდნენ გუნდს, რომელმაც 2016 წლიდან საქართველოში უკვე 20-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნა. ვისოლისა და სმარტის ვიზუალური განახლება More Studio-სთან ერთად გაკეთდა. ავტოგასამართი სადგურის ვიზუალზე კი არქიტექტურულმა სამსახურმა - MUA -მ იზრუნა.
ბრენდის სტრატეგიული განახლების ფარგლებში ვისოლმა ახალი ლოიალობის სისტემაც შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად მიიღოს 15 თეთრი ფასდაკლება თითოეულ ლიტრ საწვავზე. ვისოლში, სმარტსა და ვინტოში განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც ვისოლის, ისე სმარტისა და ვინტოს ობიექტებში. აპლიკაციის გამოყენების წასახალისებლად 4 დეკემბრამდე მომენტალური გათამაშება მიმდინარეობს, სადაც პრიზებს იგებს როგორც მომხმარებელი, ისე ჩამსხმელი ოპერატორი, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას ემსახურება მომხმარებელს.
ვისოლმა მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ დაფუძნების დღიდანვე დაისახა მიზნად და პირველი იყო ნავთობსექტორში, რომელმაც ქვეყანაში მომსახურების დასავლური სტანდარტები დანერგა, საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი შექმნა, უახლესი ევროპული სტანდარტის ნავთობპროდუქტების იმპორტი დაიწყო, ათასობით ადამიანი დაასაქმა და კორპორაციულ მომხმარებელს საწვავის ელექტრონული შესყიდვისა და ავტოპარკის მართვისთვის ჭკვიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტა შესთავაზა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები