ბადრი ჯაფარიძე

8 Nov. 2023, 15:45

მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ერთგული მეგობარი.

ამავდროულად, მინდა მივუსამძიმრო "ქართულ ოცნებას". ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძლის შედეგი. ახლა უკვე გვაქვს გასავლელი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როდესაც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს ერთხმად გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 

განაცხადა პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს

იმპრესიონისტული და პოსტიმპრესიონისტული ხელოვნების ათამდე ნიმუში, რომელთა ჯამური ღირებულება თითქმის ნახევარ მილიარდ…