ალექსანდრე კრევო-ასათიანი

8 Nov. 2023, 12:21

დღეს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას ველოდებით, ალბათ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზის ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება. უკვე წლინახევრის წინ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება გვყავს საქართველოში, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ვერ გამოიყენა, ახლა მეორე შანსი არის. კარგად ვნახეთ, რომ ამ დროის განმავლობაში არანაირი მექანიზმები ხელისუფლებამ არ გამოიყენა, თუმცა მაინც დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკომისია დაინახავს ქართველი ხალხის სურვილს, რომ იყოს ევროკავშირის წევრი. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერი გავაკეთეთ ამ წელიწად ნახევრის მანძილზე, რომ გვეჩვენებინა ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. კი, შეიძლება რომ ხელისუფლება იყოს ანტიდასავლური, მაგრამ ეს ხელისუფლება უკვე წარსულის ხელისუფლებაა, მხოლოდ ათი თვე დარჩათ და ამიტომ უნდა ვიფიქროთ ყველამ მომავალზე და ეს მომავალი იქნება ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაცია.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა. დღეს, 8 ნოემბერს გამოქვეყნდება ევროკომისიის მოხსენება, რომელშიც გასცემენ რეკომენდაციას, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უქმეებზე ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც სააგენტო იტყობინება, 19…