სეზონური ვირუსები — რა უნდა ვიცოდეთ მათზე
ფოტო: თოდუას კლინიკ
ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად რესპირატორული ვირუსებით ინფიცირების შემთხვევები სულ უფრო მატულობს. სწორედ ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ვირუსებია გავრცელებულია ახლა, როგორია მისი მკურნალობისა და პრევენციის გზები და როდის არის საჭირო ექიმთან ვიზიტი. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ თოდუას კლინიკის თერაპევტს, მაკა ღუჭაშვილს მივმართეთ.
ქალბატონო მაკა, რა ტიპის ვირუსები აქტიურდება წელიწადის ცივ სეზონზე?
გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე აქტიურდება ვირუსები, რომლებიც უმეტესად სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებასა და მწვავე რესპირატორულ ინფექციებს იწვევს. ყველაზე ხშირია რინოვირუსით გამოწვეული ინფექცია, რომელსაც პოპულარულ ენაზე გაციებასაც ვუწოდებთ. ის უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს და ავადობის პერიოდიც, სხვა ვირუსულ ინფექციებთან შედარებით, ხანმოკლეა. ასევე, ამ პერიოდში აქტიურდება ადენოვირუსული და ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციები, პარაგრიპი და გრიპი. მათგან ყველაზე რთული მიმდინარეობა გრიპის ვირუსს ახასიათებს, უფრო დიდხანსაც გრძელდება და გართულების მეტი რისკიც ახლავს.
რა სიმპტომატიკა ახასიათებს რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს?
ამ ტიპის ინფექციები მსგავსი სიმპტომებით ვლინდება. როგორც წესი, ნიშნები ინფიცირებიდან დაახლოებით 1-3 დღეში იჩენს ხოლმე თავს. ესენია, სურდო, ხველა, ცემინება, ყელის ტკივილი, ცრემლდენა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და სისუსტე. გრიპის შემთხვევაში, ეს სიმპტომატიკა უფრო მწვავედ არის გამოხატული. ასევე, მას შესაძლოა სტანდარტულის გარდა, სხვა ჩივილებიც დაერთოს.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ ვირუსულ ინფექციებს და როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობის დროს აუცილებელია ბევრი სითხის, ასევე, ცილოვანი და კალორიული საკვების მიღება. პაციენტს შეუძლია გამოიყენოს მსუბუქი პრეპარატები ჩივილების შესამსუბუქებლად და სიცხის დამწევი საშუალებები, თუ ტემპერატურა 38°C-ზე მაღალია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცხელება ორგანიზმის ერთგვარი დამცველობითი რეაქციაა, რომელიც ვირუსების გამრავლებას ებრძვის. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა სიცხის დამწევი მედიკამენტი არ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ სიცხე 38°C ან მასზე ნაკლებია. დაუშვებელია ანტიბიოტიკის მოხმარებაც, რადგან ვირუსით გამოწვეული ინფექციის დროს ის არაეფექტურია. ამასთან ერთად, აქვეითებს იმუნური სისტემის ბრძოლისუნარიანობას. ანტიბიოტიკი შესაძლოა ბაქტერიით გამოწვეული ინფექციების დროს დაინიშნოს, ისიც სპეციალისტის მიერ.
რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს ექიმთან ვიზიტი საჭიროა მაშინ, როდესაც მაღალი ტემპერატურა 4 დღეზე მეტხანს გრძელდება. ასევე, თუ სიმპტომებს ერთვის სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ტკივილი სახის არეში, თავბრუსხვევა, ღებინება, ფაღარათი, შეტევითი ხასიათის ხველა, სისხლიანი ნახველი. ექიმის მეთვალყურეობა სჭირდება ასევე წლამდე ასაკის ბავშვებს, სუსტი იმუნიტეტისა და ქრონიკული დაავადების მატარებელ პირებს.
რა იწვევს მათ გააქტიურებას ზამთარში? როგორია მათი პრევენცია?
როგორც მოგეხსენებათ, რესპირატორული ვირუსები უმეტესად ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, დაინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის დროს. მათი გავრცელება უფრო მარტივი ხდება ცივ სეზონზე, რადგან დახურულ სივრცეში მეტ დროს ვატარებთ და ნაკლებად ნიავდება შენობები. ამასთან ერთად, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ხდება ორგანიზმის გადაციება, რაც დაინფიცირების რისკებსაც ზრდის.
რაც შეეხება პრევენციას, უპირველესი არის მოვერიდოთ დაინფიცირებულ ადამიანს და მინიმალური კონტაქტი გვქონდეს მასთან. ასევე, უნდა გამოვიყენოთ პირბადე. ვირუსის გადადება ხშირია პირველადი მოხმარების საგნებიდან, სხვადასხვა სახის ზედაპირიდან და ა.შ. ამიტომ აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა და ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამასთან ერთად, რესპირატორული ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნიტეტი, რაც კარგი კვებით, ცილოვანი და კალორიული საკვების მიღებით ყალიბდება. რაც შეეხება გრიპს, მისი პრევენციის ეფექტური გზა ვაქცინაციაა.
ვის სჭირდება ყველაზე მეტად ვაქცინაცია და როდის უნდა ჩავიტაროთ ის?
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განსაკუთრებით სჭირდებათ რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს — ბავშვებს, სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემებისა და ქრონიკული დაავადებების მატარებელ პირებს. რაც შეეხება ვაქცინაციის პერიოდს, სასურველია, აცრა გვიან შემოდგომაზე გაკეთდეს, რადგან ზამთარში, როდესაც ვირუსული ინფექციები კიდევ უფრო გააქტიურდება, ორგანიზმი მათ მზად დახვდეს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები