რომან გოცირიძე

31 Oct. 2023, 14:58

ქართული ოცნების ხელისუფლება ნელ-ნელა აცილებს ქვეყანას ევროპული ორბიტისგან. ღირსების საკითხია, რომ როდესაც პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე და თანაც მეორე რიგში, ყველაზე საპატიო სტუმრებთან ერთად, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სუფრაზე, სადაც პუტინთან ერთად, ალბათ სადღეგრძელოები ისმოდა მშვიდობასა და ჰუმანურობაზე. ამ ფორუმში არ მონაწილეობდა ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, გარდა ერთ-ერთი ქვეყნის ოდიოზური ლიდერისა, რომელსაც ევროპაში უკვე სერიოზულად არ უყურებენ -— ორბანისა. არ მონაწილეობდა დასავლეთის არცერთი სახელმწიფო. წარმოდგენილნი იყვნენ ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნები. მთავარი მონაწილეები იყვნენ: კამბოჯა, ჩილე, კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, უნგრეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, კენია, ლაოსი, მონღოლეთი, მოზამბიკი, პაკისტანი, რუსეთი, სერბეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი, უზბეკეთი, ვიეტნამი. ჩვენი ვიცე-პრემიერის გვერდით იჯდა მგონი პაპუა-ახალი გვინეას წარმომადგენელი. სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გეოგრაფიასთან?

განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო ჩინეთში გამართულ ფორუმს, სადაც პუტინიც იმყოფებოდა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…