Gen Z-ს ფილმებსა და სერიალებში ნაკლები სექსის და მეტი მეგობრობის ხილვა სურს — კვლევა
ფოტო: HBO
მოზარდებისა და ახალგაზრდების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ფილმებსა და სერიალებში სასიყვარულო ისტორიებს "გადაჭარბებულად" იყენებენ. ეს ერთ-ერთი დასკვნაა კვლევისა, რომელიც აგვისტოს თვეში კალიფორნიის უნივერსიტეტმა ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა 10 წლიდან 24 წლამდე ასაკის 1 500-მა მოზარდმა და ახალგაზრდამ მიიღო. მათი უმეტესობა ისურვებდა, რომ ფილმებსა და სერიალებში ნაკლები სექსი და მეტი მეგობრობა ენახა (12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სასიყვარულო ურთიერთობებსა და სექსზე შეკითხვები არ დაუსვამთ).
"კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები დაიღალნენ სტერეოტიპული, ჰეტერონორმატიული ამბებით, რომლებიც რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებს ასახავენ, განსაკუთრებით კი — ტოქსიკურ ურთიერთობებს", — ამბობენ მკვლევრები, — "ისინი [ფილმებსა და სერიალებში] უფრო მეტად ეძებენ მეგობრობის ამსახველ ისტორიებს, ეს კი მოზარდობისა და სოციალური კეთილდღეობის ცენტრალური ნაწილია".
უფრო ზუსტად, კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 51,5 პროცენტი ისურვებდა, ფილმებსა და სერიალებში "უფრო მეტი მეგობრობა და პლატონური ურთიერთობა" ეხილა.
ამასთან, რესპონდენტების თქმით, არ აინტერესებთ პერსონაჟების შეუფერებელი წყვილები, რომლებიც გამუდმებით ჩხუბობენ და შორდებიან ერთმანეთს.
"ათ ყველაზე საძულველ სტერეოტიპს შორის მეოთხე ადგილს იკავებს ის ფორმა, თუ როგორ არის წარმოჩენილი სასიყვარულო ურთიერთობები — ხშირად არაბუნებრივად, თავსმოხვეულად და ტოქსიკურად", — ამბობს კვლევა.
კვლევის მონაწილეებს ფილმებსა და სერიალებში ასევე აღიზიანებთ ის, რომ "ურთიერთობები აუცილებლად ბედნიერი უნდა იყოს, მთავარი გმირი კაცი და მთავარი გმირი ქალი რომანტიკულ ურთიერთობაში უნდა აღმოჩნდნენ, სასიყვარულო სამკუთხედი უნდა შეიკრას და სხვა".
რიცხვები კი ასეთია: 44,3 პროცენტი ამბობს, რომ ფილმებსა და სერიალებში რომანტიკა ჭარბი დოზითაა, 47,5 პროცენტის თქმით კი, "სიუჟეტებში სექსი ზედმეტია".
რესპონდენტები ასევე ისურვებდნენ, ფილმებსა და სერიალებში ნაკლებად იხილონ რასობრივი სტერეოტიპები და არარეალისტური სტანდარტები — რომ, მაგალითად, მუყაითი შრომა ყოველთვის წარმატების მომტანია.
ამასთან, ახალგაზრდების 56 პროცენტი ამბობს, რომ "ფრენჩაიზებს, ადაპტაციებსა და ახლებურ ვერსიებს" ორიგინალური ნამუშევრები ურჩევნია.
"კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდებსა და ახალგაზრდებს უფრო მეტი და განსხვავებული ურთიერთობის ხილვა სურთ ეკრანზე", — აჯამებს კვლევის თანაავტორი იალდა ტ. ულსი, — "ჩვენ ვიცით, რომ ახალგაზრდებში მარტოობის ეპიდემიაა გავრცელებული, ამიტომ ისინი ფილმებსა და სერიალებში ეძებენ [ურთიერთობის] მოდელებს. პერსონაჟების ერთიმეორესთან დასაკავშირებლად ბევრი იყენებს სექსსა და სიყვარულს, მაგრამ ჰოლივუდში უნდა გაიაზრონ, რომ ახალგაზრდებს ურთიერთობების სრული სპექტრის ხილვა სურთ".
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები