მკვლევრებმა მარსზე ჟანგბადის წარმოქმნის ახალ გზას მიაგნეს
მკვლევრებმა მარსის ატმოსფეროში ჟანგბადის წარმოქმნის ახალ გზას მიაგნეს და ეს ყველაფერი კონკრეტულ ბაქტერიასთანაა დაკავშირებული, რომელიც ნახშირორჟანგს მიირთმევს.
ბაქტერიების სპეციფიკური ტიპი, რომელიც დედამიწის ყველაზე უცნაურ ადგილებში გვხვდება, შეიძლება მარსზე უჟანგბადობის პრობლემის გადამჭრელი იყოს. ეს წითელი პლანეტის პირველ კოლონისტებს ნამდვილად გამოადგებათ.
NASA, რამდენიმე კერძო კომპანიასთან ერთად, წითელ პლანეტაზე კოლონიის დაარსებითაა დაინტერესებული. ამ ოცნების რეალობად ქცევისთვის ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, რომელთაგან ერთ-ერთი მარსის ატმოსფეროში ჟანგბადის ნაკლებობაა.
და აი ახლა, მკვლევართა ჯგუფი მარსზე ჟანგბადის წარმოსაქმნელად სპეციფიკურ ბაქტერიებს გვთავაზობს. სახელად Chroococcidiopsis Cubana CO2-ს მოიხმარს და ჟანგბადს გამოიმუშავებს.
ჯგუფმა მარსის ზედაპირზე ბაქტერიების გადასარჩენად სპეციალური ბიოფენა შეიმუშავა. ყველა აუცილებელი წინაპირობის გათვალისწინებით მკვლევრები დარწმუნდნენ, რომ ბიოფენა საკმარისად გამძლეა რათა ბაქტერიებმა იქ იარსებონ.
ჯგუფი აკვირდებოდა ახალ ბიოფენას 30 დღის განმავლობაში და აღმოაჩინა, რომ ბაქტერიები დღეში 0,4 გრამ ჟანგბადს აწარმოებდნენ.
მკვლევრებმა გამოგონებას "მწვანე ცოცხალი მცენარე" დაარქვეს.
კომენტარები