გაეროში ისრაელის ელჩი ორგანიზაციის ხელმძღვანელს უპირისპირდება და მის გადადგომას ითხოვს
ფოტო: AP/Seth Wenig
რა ხდება? გაეროს ხელმძღვანელის თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე "არ მომხდარა ვაკუუმში". ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ პალესტინელი ხალხი 56-წლიანი მგუდავი ოკუპაციის ქვეშ არის.
რატომ არის მნიშვნელოვანი? 24 ოქტომბერს, გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა, გილად ერდანმა, გადადგომისკენ მოუწოდა ანტონიო გუტერეშს — გაეროს გენერალურ მდივანს.
გუტერეშის არგუმენტები:
- "ისინი ხედავენ, როგორ ჩნდება მათ მიწაზე [ებრაული] დასახლებები. ეკონომიკა დანგრეულია, ადამიანები ლტოლვილებად იქცნენ, მათი სახლები დანგრეულია. პალესტინელების იმედები, რომ მათი მდგომარეობის პოლიტიკურად გადაჭრა შესაძლებელია, გაქრა," - თქვა გუტერეშმა.
- თუმცა, მან, ასევე, აღნიშნა, რომ "ეს არ ამართლებს ჰამასის საზარელ თავდასხმებს და, თავის მხრივ, ეს საზარელი თავდასხმები არ ამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას".
- მან, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში ადგილი აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას და აუცილებელია, სასწრაფოდ შეწყდეს ცეცხლი, რათა ღაზაში საჭმლის, წყლის, მედიკამენტებისა და საწვავის შეტანა მოხერხდეს.
- ანტონიო გუტერეში ხედავს რისკს, რომ ღაზის ომი რეგიონშიც გავრცელდეს, რადგან საზოგადოებებში დაძაბულობა მატულობს.
- მან ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არ გულისხმობს მათ ფარად გამოყენებას, ამ კონტექსტში მან ჰამასი იგულისხმა.
- ასევე, გააკრიტიკა ისრაელი და აღნიშნა, რომ "ადამიანების დაცვა არც იმას ნიშნავს, მოუწოდო მილიონზე მეტ ადამიანს ღაზის სამხრეთით ევაკუაციისკენ, სადაც არც თავშესაფარია, არც საკვები, არც წყალი, არც მედიკამენტები, არც საწვავი და ამასთან, გააგრძელო სამხრეთის ბომბვაც".
როგორია ისრაელის პასუხი: ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა გააკრიტიკა გენერალური მდივნის განცხადებები. მან უარი თქვა გუტერეშთან შეხვედრაზე და X-ზე (ყოფილი "ტვიტერი") დაწერა, რომ "ახლა დაბალანსებული მიდგომების დრო არ არის, ჰამასი უნდა განადგურდეს"
- ისრაელის ელჩმა გაეროში, გილად ერდანმა თქვა, რომ გუტერეშმა "მორალურობა და მიუკერძოებლობა" დაკარგა და მას გადადგომისკენ მოუწოდა.
როგორია აშშ-ის პოზიცია: სახელმწიფო მდივანმა გაეროში გამართულ სხდომაზე თქვა, რომ პალესტინელი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს.
- ამერიკის პირველმა დიპლომატმა მოუწოდა ჰამასს, შეწყვიტონ ადამიანების ფარად გამოყენება, ასევე, უთხრა ისრაელს, რომ მათ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
- ბლინკენმა თქვა, რომ ღაზაში აუცილებლად უნდა შევიდეს საჭმელი, წყალი და მედიკამენტები.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები