დიაბეტის დიაგნოსტირება სმარტფონითაც შეგვეძლება — როგორ
ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი დიაბეტის დიაგნოსტირებას მნიშვნელოვნად აადვილებს.
დიაბეტის გამოვლენა დიაგნოსტიკურ ტესტებსა და შეფასებებს საჭიროებს, როგორიცაა გლიკირებული ჰემოგლობინის (A1C) განსაზღვრა, სისხლში უზმოზე გლუკოზის (FBG) ტესტი და სხვა. ეს ექიმთან ვიზიტსა და ლოდინის პერიოდს მოითხოვს.
და აი ახლა, მკვლევრები დიაბეტის გამოვლენის უფრო მარტივსა და სწრაფ მეთოდს ქმნიან.
პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Klick Labs-ის კვლევის თანახმად, ახალი მეთოდი, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით დიაბეტის გამოვლენას მნიშვნელოვნად ამარტივებს. რა არის ამისთვის საჭირო? თქვენ უბრალოდ რამდენიმე სიტყვა უნდა თქვათ და სმარტფონი შედეგს გაგიზიარებთ.
ხელოვნურ ინტელექტს თქვენს ხმასთან ერთად შემდეგი ინფორმაცია დასჭირდება: ასაკი, სქესი, სიმაღლე და წონა. ამის შემდეგ სისტემას შეუძლია განსაზღვროს აქვს თუ არა ადამიანს ტიპი 2 დიაბეტი.
სიზუსტე ქალების შემთხვევაში 89% იყო, ხოლო კაცების შემთხვევაში 86%.
"ჩვენს კვლევას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და ის ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოსტირებას ძალიან აადვილებს. დიაგნოსტირების ამჟამინდელი მეთოდები მოითხოვს დიდ დროსა და ხარჯებს. ხმის ტექნოლოგიას აქვს ამ ბარიერების მთლიანად მოხსნის პოტენციალი", — თქვა ჯეისი კაუფმანმა, კვლევის მთავარმა ავტორმა და Klick Labs-ის მკვლევარმა.
ხმის მახასიათებლების მრავალფეროვნება
Klick Labs-ის გუნდმა შეძლო გამოეყენებინა ხელოვნური ინტელექტი ხმის სხვადასხვა მახასიათებლის შესასწავლად.
"ხმის ტექნოლოგიას შეუძლია რევოლუცია მოახდინოს ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ციფრული სკანიერების საშუალება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება", — თქვა იან ფოსატმა, Klick Labs-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
კომენტარები