მკვლევრები ხელოვნების ნიმუშებს ტვინის ტალღების გამოყენებით ქმნიან
ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში უჩვეულო სასწავლო კურსი არსებობს. კურსის სახელწოდება ხელოვნება და გეომეტრიაა, რაც არ არის უცნაური, მაგრამ. . . აქ სტუდენტები ხელოვნებას პირდაპირი მნიშვნელობით ტვინის ტალღების გამოყენებით ქმნიან.
კურსის ფარგლებში სტუდენტებს ასწავლიან თუ როგორ შექმნან ტვინის ტალღებისგან ხელოვნება. ცნობილია, რომ როდესაც იონები და ნეირონები თავიანთ საქმეს ასრულებენ, ტვინში ერთგვარი ტალღები წარმოიქმნება.
"ტვინის ტალღები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც რაიმე აქტივობით ვართ დაკავებული. მათი გაზომვა შესაძლებელია ელექტროენცეფალოგრაფიით (EEG)", — თქვა ინჟინერიის ასოცირებულმა პროფესორმა ფრანჩესკო ფედელმა.
EEG არის ელექტროენცეფალოგრაფიის ტარებადი მოწყობილობა, რომელსაც ტვინის ელექტრული აქტივობის მონიტორინგი შეუძლია. არ ინერვიულოთ, ამ მოწყობილობას არ შეუძლიათ თქვენი აზრების წაკითხვა, მაგრამ განსაზღვრავს ტვინის აქტივობას, როგორიცაა ცეკვა, კითხვა, მათემატიკის ამოცანის ამოხსნა და სხვა.
ტვინი და ხელოვნება
ფედელმა განმარტა, რომ მისი სტუდენტები სწავლობენ ტვინის აქტივობას, როდესაც ადამიანი ფიქრობს, მსჯელობს, ქმნის, ცეკვავს ან ისვენებს. პროფესორის მიერ გავრცელებულ YouTube ვიდეოში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის ატარებს EEG მოწყობილობას, რა დროსაც ხსნის გეომეტრიულ განტოლებებს აუდიტორიის წინაშე. სწორედ ასეთ დროს იქმნება მუსიკა და ნახატი.
ფედელის თქმით, ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების მიმართულებით, შესაბამისად, სტუდენტები სიახლეებისთვის მზად უნდა იყვნენ.
"მსგავსი აქტივობა სტუდენტებს ახალი დისციპლინების შესწავლაში ეხმარება. მოხარული ვარ, რომ ამაში ჩემი წვლილი შემაქვს", — თქვა ფედელმა.
კომენტარები