რა მოხდა საკონსტიტუციოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვისას
ფოტო: ბათუმელები
დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა.
- ქართულმა ოცნებამ ზურაბიშვილი ერთხმად გააკრიტიკა — ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და "რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ".
- ის აღნიშნავდა, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ოფიციალური ვიზიტები არაკონსტიტუციურია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყოთ.
- საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წევრების [ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის] კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით 22 სექტემბერს მიიღო.
რა მოხდა სასამართლოზე: სანამ უშუალოდ საქმის განხილვა დაიწყებოდა, სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პროცესს სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა.
- "პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად", — აღნიშნა ტურავამ და იმედი გამოთქვა, რომ ეს არ იყო მისი მხრიდან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა.
- ზურაბიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განმარტა, რომ ის და მისი კოლეგა, თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირები არინა და სასამართლოზე მას წარმოადგენენ.
- "თუ თქვენ პრეზიდენტის წარმომადგენლის არსებობა არ გაკმაყოფილებთ, მაშინ, ბატონი ირაკლი წარმოადგენს 80 დეპუტატს და ყველა უნდა მოგეწვიათ", — აღნიშნა კოპალეიშვილმა.
- მერაბ ტურავამ, დაახლოებით, 15 წუთი დაუთმო კითხვა-პასუხს იმასთან დაკავშირებით, ფლობდნენ თუ არა კოპალეიშვილი და ჩუგოშვილი საჭირო ინფორმაციას იმისთვის, რომ პრეზიდენტის სრულფასოვანი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.
წარდგინების ავტორთა არგუმენტები: სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობების საკითხებში ადგენს მხოლოდ 52-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, მას მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება.
- "პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიუღია თანხმობა, მაინც განახორციელა ვიზიტი, დაირღვა კონსტიტუცია", — თქვა კობახიძემ.
- მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პრეზიდენტმა თავად ითხოვა თანხმობა, რაც როგორც კობახიძე ამბობს, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ასეთი ვიზიტი საჭიროებდა თანხმობას.
- "ასევე მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მისი კერძო ხარჯებით იყო გამგზავრებული საზღვარგარეთ, რაც არის მორიგი აღიარება. თუ ლეგიტუმური იყო ვიზიტი, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან?!" — განაცხადა კობახიძემ.
- გარდა ამისა, კობახიძე საუბრობს იმაზეც, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მხოლოდ მთავრობას.
პრეზიდენტის წარმომადგენელთა არგუმენტები: კოპალეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ევროპული ვიზიტები სრულიად თავსდება საქართველოს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებაში, რომლის განხორციელებისთვისაც მას მთავრობის თანხმობა არ სჭირდება.
- კოპალეიშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციის 49-ე მუხლით განსაზღვრულია პრეზიტენტის ფაქტობრივი სტატუსი.
- "პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი".
- კოპალეიშვილის თქმით, პრეზიდენტს, როგორც ამ სტატუსის მქონე ადამიანს, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას დამოუკიდებლად, მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობაში.
- როგორც კოპალეიშვილი განმარტავს, ზურაბიშვილის ვიზიტები არ შეიძლება განვიხილოთ 52-ე მუხლის ფარგლებში, რადგან ის არ ყოფილა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ვინაიდან არ იყო პოლიტიკურ შედეგზე ორიენტირებული.
- მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შედეგი და პოლიტიკური ნება გამოხატა მთავრობამ, როცა წარადგინა განაცხადება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვიზიტები კი იყო ამ განსაზღვრული პოლიტიკური მიზნის მხარდაჭერა.
- პრეზიდენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ზურაბიშვილი 52-ე მუხლის ფარგლებში მოქმედებდა თუ 49-ე მუხლის ფარგლებში.
დეტალები: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 4 ოქტომბერს გაგრძელდება.
- დღევანდელი განხილვას სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
- "მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი", — დაწერა მან.
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
კომენტარები