ირაკლი ღარიბაშვილი

28 Sep. 2023, 16:50

მე გეტყვით ჩემს აზრს. ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური. 10 წელი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო, გაუგებარია, ზოგადად რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, აუხსნელია ჩემთვის. მე ამის თაობაზე ღიად ვამბობ ჩემს აზრს. ნათქვამია, რომ ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი. 

ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ერთი რამ მინდა განმასხვავებელი გითხრათ — ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტია. ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი.

ჩემთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი. [...] 

ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების, ქვეყნის გამყიდველების კომენტარების მოსმენა. აბა მოსამართლე რომ დაასანქცირეს და თქვეს რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება? თუ ფარცხალაძემ აიღო... მე ადვოკატი არ ვარ ფარცხალაძის და არ სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე, გუნდის წევრზე ყოფილზე და ყოფილ პროკურორი იყო 10 წლის წინ, ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ.

აუცილებელია, რომ ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება. გასაგებია ჩვენი პარტნიორის, დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მათთან გვაქვს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი რაც მინდა ჩემი წუხილი გამოვხატო, გაკვირვება არის ის, რომ არასოდეს არ მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ, არცერთ სამსახურს აშშ-დან. რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფარცხალაძე რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, მგონი ეს დასამალი არა არის, ეს ყველამ იცის.

როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი? თქვენ ეთანხმებით მაგ შეფასებას? რანაირი ოლიგარქია? კაცი წასულია ხელისუფლებიდან 10 წელზე მეტია. აკეთებს ბიზნესს, ეს მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი. ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  4. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  5. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ