ირაკლი ღარიბაშვილი

2 Oct. 2023, 14:45

საზოგადოებამ დღეს დილით მოისმონა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხსნის წინ ჩვენ საზოგადოებას გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრები, რომლებიც აქვთ ჩვენს დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებსაც აქვთ დახმარება ქვეყნით საზღვრებს გარეთ და მათაც აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს, ეს ყველაფერი შენიღბულია, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადორბივი გზით დამხობა. 

ამ ხალხმა, ალბათ, ვერაფერი ისწავლა, ანალიზს ვერ უკეთებენ, ფაქტია, უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილი არიან წარსულში. მათ ჰგონიათ, რომ ახლაა არის 2003 წელი, ახლა არის 2023 და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაოებების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობასა და დესტაბილიზაციას ქვეყანაში.

მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები ქვეყნის საზღვრებს გარეთ — ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში, არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთმა დესტრუცქიულმა ძალებმა კიდევ ერთხელ, ხელმეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანაში.

ასევე, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, იმიტომ, რომ სამწუხაროდ დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და დაფინანსებით იყვნენ ჩამოსული ეს ადამიანები, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, ჩვენ დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს, ინფორმაციას. 

ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 2 ოქტომბერს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაცის. სუს ამტკიცებს, რომ საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები, რომლებმაც ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი "რევოლუციური სცენარისთვის" მოსამზადებელი ტრენინგები ჩაატარეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის "ტვირთი აიღონ"
  2. Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
  3. რომელი კომპანიები ათავსებენ რეკლამას სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტვ"-ზე?
  4. ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
  5. "ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ძნელი წარმოსადგენია, რომ დედამიწაზე შეუსწავლელი ადგილები კიდევ იყოს დარჩენილი.…