როგორ განმარტავს ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებას ფრენების აღდგენაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
რა ხდებოდა ფრენებსა და უვიზო რეჟიმზე: რუსეთთან უვიზო რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა, 2012 წელს კი საქართველოს მხრიდან ცალმხრივად აღდგა. ხოლო პირდაპირი ფრენები 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა თავად აკრძალა.
- მაშინ, როცა ცივილიზებული მსოფლიო ოკუპანტ ქვეყანას სანქციებს უწესებს და იზოლაციაში აქცევს, საქართველო სანქციებს არ უერთდება, თან ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მცდელობები უკვე დიდი ხანია შესამჩნევია.
- სერგეი ლავროვიც კი ამბობდა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებით კმაყოფილები არიან და შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.
- 2022 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა ისიც, რომ თანამშრომლობა ვითარდებოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც არ გამორიცხავდნენ.
- 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კი ამტკიცებდა, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენების აღდგენა შესთავაზეს.
- ქართულ ოცნებაში ამას არ ადასტურებდნენ, მაგრამ ფრენების აღდგენის იდეას ყოველთვის მიესალმებოდნენ.
- შედეგად, პუტინის ბრძანებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
- აგრესორმა პრეზიდენტმა, გაუქმა თავისივე შეზღუდვაც, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენას უკრძალავდა.
- ფრენების აღდგენას სამოქალაქო საზოგადოება კრიტიკით შეხვდა — რუსულ საჰაერო ხომალდებს ქართულ აეროპორტებში დაშვებისას აქციებით ხვდებოდნენ.
რა თქვა ლავროვმა ახლა: ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ როცა დაინახეს, თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებული იყო ურთიერთობის ნორმალიზებით ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ.
- "ჩვენ შევთანხმდით ბატონ ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი".
რა თქვა ღარიბაშვილმა: ლავროვის განცხადება მაშინვე განხილვის საგანი გახდა, რადგან საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ისევე ცალმხრივად მიიღო ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება, როგორც თავის დროზე გაუქმების.
- დღეს ჟურნალისტმა გაიხსენა პრემიერის ეს განცხადება და ლავროვის ბოლო ნათქვამს შეადარა. მან ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: "ლავროვი ტყუის, თუ თქვენ მოგვატყუეთ".
- რასაც ღარიბაშვილმა ასე უპასუხა: "ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივად არის საქმე. ახლა მაგას პატარა ბავშვიც მიხვდება. ჯერ ერთი, მანამდე გაგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება — უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. ეს ერთი. ახლა, დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა, მოხდა გაფორმება ამ შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო, ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ ამაში? რა აღმოაჩინეთ?"
- ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ მათ ფარულად არაფერი გაუკეთებიათ და მხოლოდ მიესალმნენ რუსეთის გადაწყვეტილებას, რადგან ეს კარგი ნაბიჯი იყო.
- ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალჩინოსანმა, კალაშნიკოვმა მათ დაუდასტურა, ფარცხალაძე ფრენებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში იყო ჩართული. კითხვაზე ადასტურებს თუ არა ამას, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:
- "არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკებები, მითუმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ ასე ვთქვათ დაამოწმა, მოიწონა და გააფორმა. მე გიდასტურებთ, რომ მთავრობის სახელით არავის... ჩვენი, ჩემი, მთავრობის სახელით არავის ფორმალური მოლაპარაკება ამ საკითხზე არ გაუმართავს. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება".
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები