თიბისი კონცეპტის სივრცეში ვერა ფაღავას გამოფენა "მდუმარე ქალაქები" იხსნება
ფოტო: ვერა ფაღავას კულტურული ასოციაცია — AC/VP
გამოფენაზე სახელწოდებით — მდუმარე ქალაქები თავმოყრილია წარმოშობით ქართველი ფრანგი მხატვრის, ვერა ფაღავას (1907-1988) ფერწერული ტილოები, აკვარელები და ნახატები იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა. პროექტი თიბისისა და ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციასთან (AC/VP) თანამშრომლობით ხორციელდება და მას თიბისი კონცეპტის სივრცე მასპინძლობს, მარჯანიშვილის ქუჩა #7-ში. გამოფენის კურატორია ნინა ახვლედიანი, პროექტის პარტნიორები არიან საქართველოში საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი.
ვერა ფაღავა დაიბადა საქართველოში, თბილისში, 1923 წელს კი ოჯახთან ერთად გადასახლდა პარიზში. მან თავდაპირველად კარიერა დაიწყო როგორც ფიგურაციულმა მხატვარმა. მუშაობის დროს იყენებდა სხვადასხვა მედიუმს: ზეთს ტილოზე, გრავიურას, გრაფიკას, გუაშსა და აკვარელს ქაღალდზე, ვიტრაჟებს, დიზაინს ქსოვილზე. გამოფენაზე წარმოდგენილია 1950-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე შესრულებული ნამუშევრები. ვერა ფაღავას შემოქმედებაში ესაა გადამწყვეტი პერიოდი, როდესაც ის თანდათანობით გადადის ფერწერულ ტილოებზე ფორმების აბსტრაჰირებაზე. მისი შემოქმედების მცოდნეები ხშირად ახასიათებდნენ ქალაქებს, როგორც "მდუმარე არქიტექტურას", ამ მოტივს მხატვარი ხშირად უბრუნდებოდა შემდგომ წლებში. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ფიგურაციას სცილდებოდა, ის ხშირად არქმევდა მათ რეალური ადგილებისა და ქალაქების სახელწოდებებს.
გამოფენაზე წარმოდგენილია AC/VP კოლექცია და, ასევე, ნამუშევრები საჯარო და კერძო კოლექციებიდან. ამ ნამუშევართაგან დამთვალიერებელი ბევრს პირველად იხილავს, მათ შორის ცხრა ნახატის ნაკრებს, რომელიც აღმოჩნდა პარიზში, მხატვრის საქაღალდეში , ავტორის მინაწერით — ვენეცია (1960). იგი ამ ნამუშევრებში იყენებს პუანტილიზმის ტექნიკას. მან ერთხელ აღნიშნა: "მე შემიძლია, ხაზები გავავლო, მაგრამ ეს არ იქნება ის, რის თქმაც მინდა. ხაზს არ გააჩნია სათანადო პლასტიკურობა. მე ვბეჭდავ წერტილ-წერტილ". მის ნამუშევრებში ფორმები თანდათანობით ჩნდება და ყოველი ახალი წერტილი ემატება მეზობელ წერტილს. ეს სტილი ცხადყოფს ვერა ფაღავას უნიკალურ მიდგომას, რომელიც ცალსახად მოგვაგონებს ბეჭდურ სიმბოლოებს და ურბანულ ქსოვილს ავსებს პოეტური ჰაეროვნებით.
1972 წელს ქართველი ემიგრანტის, თამარ ტარასაშვილი-ტალის ინიციატივით, პარიზში, ვერა ფაღავას ფერწერული ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა სამხატვრო გალერეა, სახელწოდებით — გალერეა დარიალი. მას კავკასიის მთებში ერთადერთი დამაკავშირებელი გზის სახელი, დარიალი ეწოდა იმ ღრმა კავშირის აღსანიშნავად, რომელიც თამარ ტარასაშვილ-ტალს ჰქონდა თავის ქართულ იდენტობასთან. ვერა ფაღავა გალერეის წამყვანი მხატვარი იყო მისი დახურვის დღემდე 1996 წელს. გამოფენაზე მდუმარე ქალაქები წარმოდგენილია ფერწერული ტილოები, რომლებიც ერთ დროს სწორედ გალერეა დარიალში იყო გამოფენილი. თამარ ტარასაშვილი-ტალის ინიციატივით პირველად მოექცა ყურადღების ცენტრში ვერა ფაღავას ქალაქების სერია (დაახლ. 1976 წ.). ამავდროულად, დამთვალიერებელი იხილავს გალერეა დარიალის საარქივო მასალასა და ვერა ფაღავას გამოფენების ამსახველ ფოტოდოკუმენტაციას. მათი ამ თანმიმდევრობით წარმოჩენა გამოკვეთს ქალაქების ვერა ფაღავასეულ ხედვას. ისინი მხოლოდ არქიტექტურული ერთეულები კი არა არის, არამედ ადგილების ხსოვნა — კონკრეტული მომენტების ციტირებაა.
გამოფენა ამავდროულად გვაცნობს ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტოებსაც, რომლებიც წარმოაჩენს ვერა ფაღავას მიერ შესრულებული ფართომასშტაბიან არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებულ დაკვეთებს. მათში შედის ბრიუსელში (1958) მსოფლიო გამოფენაზე, ვატიკანის პავილიონისთვის შესრულებული დიდი მოცულობის ფრესკა და აბსტრაქტული ტრიპტიქი, რომელიც შეიქმნა ტელეკომის შენობისთვის დიჟონში (1980).
გამოფენაზე — მდუმარე ქალაქები ასევე გავეცნობით პუბლიკაციებს, რომლებშიც ქალაქები და არქიტექტურა ვერა ფაღავასეული ხედვითაა წარმოდგენილი და რომლებიც შეიქმნა პოეტსა და გამომცემელთან, პიერ ლეკიუირთან თანამშრომლობით. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ისინი მრავალ პროექტზე მუშაობდნენ ერთად. მათ შორის იყო პასარგადები (1977) და მეტაფიზიკური ლექსები (1978). თითოეული ამ პუბლიკაციისთვის ვერა ფაღავამ შექმნა ქსილოგრაფიები და მშრალი ნემსით შესრულებული გრავიურები, რომლებიც ჰარმონიულად ეხამებოდა ლეკიუირის პოეტურ კომპოზიციებს.
ამ გამოფენის სახელწოდება, მდუმარე ქალაქები, შთაგონებულია ვერა ფაღავას ნამუშევრით სიჩუმე (Silencieuse, 1965) აბსტრაქტული, ცარიელი ველი, რომელსაც მხატვარმა ფრანგული მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სათაური შეურჩია. ხანდახან დუმილი შეგნებული გადაწყვეტილებაა, თავი შეიკავო ლაპარაკისგან.ზოგიერთ კონტექსტში ეს შეიძლება იყოს გამოხატვის ძლიერი საშუალება და, განსაკუთრებით, ფემინიზმზე სამსჯელოდ გამოდგეს. დაუმთავრებელ ფილმში — გამოჩენის წერტილი: ვერა ფაღავა (სამი ქალი მხატვრის პორტრეტი, 1978), რომელიც ფემინისტმა კინორეჟისორმა კეროლ რუსოპულოსმა და ხელოვნების ისტორიკოსმა მარი-ჟო ბონემ გადაიღეს, ჩანს, რომ ვერა ფაღავას არ უყვარს საკუთარ ხელოვნებაზე ლაპარაკი. "მე არ მიყვარს გადამეტება არაფერში", — ამბობს ის — ერთადერთი, რაც მხატვარს უნდა აინტერესებდეს, ტილოსთან ურთიერთობაა. ამ იშვიათ კადრში ჩანს, როგორ ლაპარაკობს ვერა ფაღავა კამერის წინ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად. მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს მოიხსენიებდა საკუთარ თავს ფემინისტ მხატვრად (და ერჩივნა, ასოცირებული ყოფილიყო იმათთან, ვინც თავს უბრალოდ ხელოვანს უწოდებდა), მისი ნამუშევრების მახვილგონივრული სათაურები ფემინისტური მემკვიდრეობის გამოძახილია.
გამოფენაზე წარმოდგენილია გამომცემლობა Kona Books-ის პუბლიკაცია, რომელიც შეიქმნა ტიმურ ახმეტოვის დიზაინით. ეს წიგნი გვაცნობს ნინა ახვლედიანის ესეის — წერტილ-წერტილ და პიერ ლეკიუირის ლექსს, რომელიც მან ვერა ფაღავას მიუძღვნა 1972 წელს. წიგნში ასევე შესულია ვერა ფაღავას ჩანახატები, AC/VP არქივებიდან ამოკრებილი ნიმუშები და კანადელი ავტორისა და პოეტის, ლისა რობერტსონის ესეის — შფოთვის ქართული თარგმანი. ლისა რობერტსონის პროზაული კომპოზიციების კვლევის საგანი ხშირად არის ფილოსოფიური, სახელოვნებო და ენობრივი ცნებები, საგანგებო აქცენტით არქიტექტურასა და ქალაქებზე. მისი პოეზია და პროზა ერთნაირად ეხება არქიტექტურასაც — როგორც სივრცეს და სტრუქტურას — იმისათვის, რომ მან თავისუფლად იმოძრაოს კონცეპტუალურ აზროვნებასა და ხელშესახებ არსებობას შორის.
- კურატორი: ნინა ახვლედიანი;
- ასოცირებული კურატორები: ელისო ტარასაშვილი და ანა ტარასაშვილი AC/VP-სათვის;
- გამოფენის კოორდინატორი: მარიამ წიქარიძე;
- გამოფენის კონცეფცია და დიზაინი: ნინა ახვლედიანი;
- გამოფენის წარმოება: რატი ერაძე, ზურა მაჭარაშვილი;
- ექსპოზიციის ტექნიკური მხარდაჭერა: რატი ერაძე;
- გრაფიკული დიზაინი: ტიმურ ახმეტოვი;
- შრიფტის დიზაინი: ტიმურ ახმეტოვი, საშა კულიკოვი;
- ფრანგული ტექსტების თარგმანი: ალექსანდრ ბეინბრიჯი, სოფიო ბენდიაშვილი, გიორგი ლობჟანიძე;
- ინგლისური ტექსტების თარგმანი: ლელა დუმბაძე;
- ინგლისური ტექსტების რედაქტორები: მარინა ქერონი და სარა სანდერს მესმანი;
- ქართული ტექსტების რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი;
- ქართული ტექსტების კორექტურა: ლალი ქადაგიძე;
- ინგლისური ტექსტების კორექტურა: გილა პრიმაკი.
ვერა ფაღავას ნამუშევრებისა და ბიოგრაფიული წყაროების საავტორო უფლებას ფლობს კულტურული ასოციაცია ვერა ფაღავა — AC/VP.
ვერა ფაღავას ნამუშევრები ინახება კერძო და საჯარო კოლექციებში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პომპიდუს ცენტრში, თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, დიჟონის სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და კოლმარის უნტერლინდენის მუზეუმი. მისი ნამუშევრებისა და არქივების უმეტესობას ფლობს და განაგებს ვერა ფაღავას კულტურული ასოციაცია — AC/VP.
ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის — AC/VP (კონვენცია 1991) მიზანია ვერა ფაღავას შემოქმედებისა და არქივების შენახვა (კონსერვაცია), დაცვა და გავრცელება.
ასოციაცია შექმნეს თამარ ტარასაშვილი-ტალის (გალერეა დარიალის დამფუძნებელი, პარიზი) ქალიშვილმა და ვერა ფაღავას ახლობელმა, დოქტორმა ელისო ტარასაშვილმა. ქალბატონი ელისო სხვადასხვა გზით მუშაობს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მხატვრის აღიარების მოსაპოვებლად: ვერა ფაღავას შემოქმედებისადმი მიძღვნილი პირველი მონოგრაფიის პრეზენტაცია (ვერა ფაღავა, ამოუცნობისაკენ, გამომცემლობა Area, 2010); გამოფენების მოწყობა საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში; უცხოეთში; ნამუშევრებისა და საარქივო დოკუმენტების მიწოდება-თხოვება ეროვნული და საერთაშორისო გამოფენებისათვის; ვერა ფაღავას შემოქმედების გაცნობა საზოგადოებისთვის; განმარტებითი კატალოგის მომზადება... ზოგადად, ის ძალისხმევას არ იშურებს ვერა ფაღავას შემოქმედების მოვლა-პატრონობისა და წარმოჩენისათვის.
2008 წელს ასოციაციამ პარიზში, მონპარნასის მუზეუმში ფრანგულ-ქართული კულტურისა და შემოქმედების გაცნობისა და ხელშეწყობის მიზნით მოაწყო იმ მხატვრების გამოფენა, რომლებიც პარიზში მოღვაწეობდნენ 1919-1926 წლებში. მათ შორის გამორჩეული ადგილი ეჭირა ორი მხატვარი ქალის, ელენე ახვლედიანისა და ვერა ფაღავას შემოქმედებას. გამოფენა მოეწყო საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. 2012 წელს AC / VP-ს ინიციატივით ვერა ფაღავას რეტროსპექტივა გაიმართა დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში. ასოციაციამ აქტიურად ითანამშრომლა საქართველოს კულტურის სამინისტროს საფრანგეთის საელჩოს, ფრანგულ ინსტიტუტსა და სოსიეტე ჟენერალთან.
ვერა ფაღავა წარმოდგენილია ბოლო მონოგრაფიებსა და გამოფენებში, მათ შორის Elles font l'abstraction, Pompidou Center-ში, თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, პარიზი (2021) და გუგენჰაიმის მუზეუმში, ბილბაო (2021) და 50-იანი წლების ქალები აბსტრაქციით, ფერწერითა და ქანდაკებით (Femmes, années 50: au fil de l'abstraction), Museé Soulages Rodez-ში (2019).
გამოფენა გაიმართება თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის #7.
სამუშაო საათები: ორშაბათი — შაბათი: 10:00-20:00
silentcities.ge
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე
გადახედვა
-
რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო
-
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
გადახედვა
-
პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს
გადახედვა
-
ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ლაბორატორიაში რადიოაქტიური ნალექების სიმულაცია შექმნეს — კვლევა მეცნიერებმა ლაბორატორიაში რადიოაქტიური ნალექების სიმულაცია შექმნეს — კვლევა
გადახედვა
-
"პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს "პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს
გადახედვა
-
2026 წლის მუნდიალი რიცხვებში — საპრიზო ფონდი, ხარჯები და გუნდების ფასები 2026 წლის მუნდიალი რიცხვებში — საპრიზო ფონდი, ხარჯები და გუნდების ფასები
გადახედვა
-
Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია — ყოველი წვეთი ძვირფასია — შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია — ყოველი წვეთი ძვირფასია — შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა
-
რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი? რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი?
გადახედვა
-
შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე გაიმართა
-
პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს" პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს"
გადახედვა
-
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა
გადახედვა
-
გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს? გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს?
გადახედვა
-
კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა
გადახედვა
-
"სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს "სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს
გადახედვა
-
კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ
გადახედვა
-
სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის არიან ბერენ საათი და ქენან დოღულუ სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის არიან ბერენ საათი და ქენან დოღულუ
გადახედვა
კომენტარები