გალაქტიკების ცენტრში ზემასიური შავი ხვრელებია. ასეთი შავი ხვრელი აკრეციული დისკითაა გარშემორტყმული, რომელიც გაზისა და მტვრისგან შედგება. ეს მბზინავი დისკია და ის ენერგიას ელექტრომაგნიტურ სპექტრზე ასხივებს.

და აი ახლა, ასტრონომებმა აკრეციული დისკის არსებობის შესახებ ყველაზე მკაფიო მტკიცებულებას მიაგნეს. საუბარია შავ ხვრელზე, რომელიც გალაქტიკა III Zw 002-ის ცენტრშია.

პრესრელიზის თანახმად, ეს შედეგი "ორი იშვიათი და თავისებური ინფრაწითელი ემისიის ხაზების" მონაცემების გადახედვის შემდეგ მიიღეს.

ასტრონომები შავ ხვრელს Gemini North ტელესკოპის გამოყენებით დააკვირდნენ.

რა არის შავი ხვრელი — ყველაფერი, რაც ამ მისტიკურ ობიექტებზე ვიცით

ემისიებზე დაკვირვება

აკრეციულ დისკებზე პირდაპირი დაკვირვება ძალიან რთულია. ეს ორი ფაქტორის გამო: დიდი დისტანცია და შედარებით მცირე ზომა.

ამიტომ, ასტრონომები დისკის შიგნიდან გამოთავისუფლებულ სინათლის სპექტრს დააკვირდნენ.

ამ მეთოდოლოგიამ ასტრონომებს "ორი ახლო ინფრაწითელი ემისიის ხაზის" შესწავლის საშუალება მისცა. ეს ემისია აკრეციული დისკიდან წარმოიშვა.

"ემისიების ეს ხაზები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც აღგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ატომი ეცემა დაბალ ენერგეტიკულ დონემდე და ამ პროცესში სინათლეს ათავისუფლებს. ვინაიდან ყველა ატომს ენერგიის უნიკალური დონე გააჩნია, გამოსხივებულ სინათლეს დისკრეტული ტალღის სიგრძე აქვს. ეს როგორც თითის ანაბეჭდი ისე მოქმედებს და განსაზღვრავს მის წარმოშობას", — აღნიშნულია პრესრელიზში.

აკრეციული დისკის არსებობა ემისიის ფართო ხაზებით დასტურდება. ეს აკრეციული დისკის ის რეგიონია, სადაც კონკეტული ხაზები წარმოიქმნება.

"პირველად, ჩვენ გვაქვს ნათელი მტკიცებულება გალაქტიკის შინაგანი სტრუქტურის შესახებ", — თქვა ალბერტო როდრიგეს-არდილამ, ბრაზილიის ეროვნული ინსტიტუტიდან.

ფოტო: NOIRLab/NSF/AURA/P. Marenfeld

დაკვირვებებმა აკრეციული დისკის დინამიკას ნათელი უნდა მოჰფინოს

ამ შემთხვევაში, ემისიის ორი ხაზია "Paschen-alpha" და "O I"-ია. ზედმიწევნითი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ Paschen-alpha ხაზის საწყისი რადიუსი 16,77 სინათლის დღეა (მანძილი, რომელსაც სინათლე დედამიწის ერთ დღეში გადის).

მაშინ როდესაც O I ხაზის საწყისი რადიუსი 18,86 სინათლის დღეა.

გაზომვების მიხედვით, ფართო ხაზის რეგიონის გარე რადიუსი დაახლოებით 52,43 სინათლის დღე უნდა იყოს.

"მოდელი ასევე უთითებს, რომ III Zw 002 ფართო ხაზის რეგიონს აქვს 18 გრადუსიანი დახრილობის კუთხე დედამიწაზე დამკვირვებლებთან მიმართებაში. მის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელი კი 400–900 მილიონჯერ აღემატება მზის მასას", — ამბობენ მკვლევრბეი.

კვლევა აკრეციული დისკის ფორმისა და დინამიკის უკეთ გაგებისთვის მნიშვნელოვანია. აკრეციულ დისკებზე დაკვირვება მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის შავი ხვრელებისა და მათი მასპინძელი გალაქტიკების განვითარების შესახებ.

კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.