პარალიზებულმა ქალმა ციფრული ავატარის საშუალებით ლაპარაკი შეძლო
მკვლევრები იმპლანტებს ტვინის აქტივობის ჩასაწერად და ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.
მაისში გავიგეთ, რომ ტვინის იმპლანტის საშუალებით, პარალიზებულმა კაცმა კვლავ გაიარა.
კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ტვინის იმპლანტანტებმა მნიშვნელოვანი პოტენციალი აჩვენეს, მეტყველების აღდგენაა. საუბარია ტვინის სიგნალების გაშიფვრაზე.
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შეიმუშავეს AI-ზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მძიმე დამბლის მქონე ქალს ციფრული ავატარის გამოყენებით მეტყველების საშუალებას აძლევს.
არსებული ტექნოლოგიის განვითარება
სისტემა, რომელსაც ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი (BCI) ეწოდება, ახალი არ არის. მეცნიერებმა ის ტვინის სიგნალების მოსაპოვებლად და გასაანალიზებლად გამოიყენეს. საბოლოოდ, ეს ბრძანებებად ითარგმნება, რომლებიც მოწყობილობას სასურველი მოქმედების შესასრულებლად გადაეცემა.
"ჩვენი მიზანია ადამიანებს, ვისაც ეს არ შეუძლიათ, კომუნიკაციის შესაძლებლობა აღვუდგინოთ. ბოლო კვლევა ამ მიზანთან მნიშვნელოვნად გვაახლოებს", — თქვა ედვარდ ჩანგმა, კვლევის ავტორმა.
კვლევისას ფონემები გამოიყენეს
ბოლო კვლევის ფარგლებში ჩანგმა დამბლით დაავადებულ ქალს ტვინში 253 ელექტროდის მქონე ჩიპი ჩაუნერგა. ელექტროდებმა დააფიქსირეს ტვინის სიგნალები და გაგზავნეს ისინი კომპიუტერების ბაზაში.
ჩანგმა და მისმა გუნდმა შესაბამისი ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავეს და შექმნეს სისტემა, რომელიც სიტყვებს ფონემებისგან შიფრავს. ფონემები მეტყველების სამშენებლო ბლოკებია. მაგალითად, სიტყვა "Hello"-ს აქვს ოთხი ფონემა: "HH", "AH", "L" და "OW".
ფონემების გაშიფვრისას სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, ახლა საჭირო იყო ხმის შექმნა. ამიტომ, მკვლევრებმა გამოიყენეს ქალის საუბრის ძველი ჩანაწერი და მოამზადეს ახლად შემუშავებული სისტემა მისი მეტყველების სინთეზისთვის. საბოლოოდ, გუნდმა ქალის სახის ციფრული ავატარი შექმნა. ეს ქალის სახის გამომეტყველებისა და კუნთების მოძრაობის გამოყენებით.
სისტემამ იმუშავა და ქალის ტვინისგან წამოსული სიგნალები ავატარმა აღიქვა. პარალიზებულმა ქალმა ციფრული ავატარის საშუალებით ლაპარაკი შეძლო.
მკვლევრებს ახლა ტექნოლოგიის დახვეწვა სურთ.
კომენტარები