საქართველოს ბანკის იდეათეკის ხშირი სტუმარი, ალექსანდრე დობორჯგინიძე თანატოლებს საყვარელ წიგნებს უზიარებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ხშირად ჰგონიათ, რომ თინეიჯერები აღარ კითხულობენ, ჰყავთ მხოლოდ ვირტუალური მეგობრები და თავისუფალ დროს უმეტესად კომპიუტერულ თამაშებთან ერთად ატარებენ. საქართველოს ბანკის იდეათეკების ერთგული მკითხველები კი მსგავს სკეპტიკურ წარმოდგენებს აქარწყლებენ.
14 წლის ალექსანდრე დობორჯგინიძე თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში სწავლობს, მე-10 კლასშია და სურს, არქიტექტორი გახდეს. სამომავლო მიზნების მისაღწევად საქართველოს ბანკის იდეათეკას ხშირად სტუმრობს, რადგან იქაური გარემო ძალიან მოსწონს. იდეათეკის მრავალფეროვანი არჩევანიდან უპირატესობას ისტორიული ჟანრის წიგნებსა და რომანებს ანიჭებს.
წაიკითხეთ ალექსანდრეს 2 საყვარელი წიგნის შესახებ, რომლებიც იდეათეკაში აღმოაჩინა.
ავსტრიელი დრამატურგისა და რომანისტის, თომას კენილის ბიოგრაფიული რომანი — შინდლერის სია მოგვითხრობს ამბავს ოსკარ შინდლერის შესახებ, რომელმაც ჰოლოკოსტის დროს ასობით ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. როგორც ალექსანდრე ამბობს, წიგნის დასასრულმა დიდი საფიქრალი და ემოცია დაუტოვა.
"ვფიქრობ, ყველა ჩემმა თანატოლმა უნდა წაიკითხოს ეს წიგნი. შინდლერის სია არის უანგარო სიკეთისა და გმირობის მაგალითი, ყველას ასწავლის, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია სამყაროს შეცვლა, თუ ის ამას მოინდომებს".
მეორე გამორჩეულ წიგნად ალექსანდრე ქართველი ავტორის, თემურ ბაბლუანის სათავგადასავლო რომანს — მზე, მთვარე და პურის ყანა ასახელებს.
"წიგნი არის ერთი თბილისელი შეყვარებული ბიჭის შესახებ, რომელიც სხვისი დანაშაულის გამო იხდიდა სასჯელს, მისმა განვლილმა ცხოვრებამ და თავგადასავლებმა ძალიან დამაინტერესა. რომ შემეძლოს, წიგნის რომელიმე პერსონაჟი ვიყო, ალბათ ამ წიგნში ვიცხოვრებდი და მთავარი პერსონაჟი, ჯუდე ანდრონიკაშვილი ვიქნებოდი. წიგნის კითხვა რომ დავასრულე, ის განცდა დამრჩა, რომ ცხოვრებაში რაც უნდა ცუდი მოხდეს, არ უნდა დანებდე და წინსვლა უნდა განაგრძო".
საქართველოს ბანკის იდეათეკის ხშირი სტუმრების რეკომენდაციები ზაფხულში საკითხავი წიგნების შესახებ ამით არ სრულდება, ისინი საკუთარ თანატოლებს კიდევ უფრო მეტი საინტერესო ავტორებისა და პერსონაჟების გაცნობას ჰპირდებიან.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ქვეყანაში განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საქართველოს ბანკის იდეათეკა - მულტიფუნქციური განათლების სივრცე რეგიონის სკოლებში, რომელიც თითოეულ ლოკაციაზე ახალგაზრდებს 2000-მდე წიგნსა და საგანმანათლებლო რესურსზე აძლევს წვდომას.
იდეათეკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსებით, რომელიც მოსწავლეებს აძლევს თავისუფლებას, იკითხონ, იფიქრონ და მომავლის შესაძლებლობები დაინახონ. ამჟამად 16 იდეათეკა ფუნქციონირებს როგორც თბილისის, ისე მაღალმთიანი რეგიონების, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქალაქების, საზღვრისპირა სოფლების სკოლებში. უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი მსგავსი სივრცე გაიხსნება მომავალი თაობისთვის განათლების სრულფასოვანი პირობების შესაქმნელად.
საქართველოს ბანკის იდეათეკების შესახებ საინტერესო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
კომენტარები