ტიკტოკზე ქალები პარტნიორ კაცებს "ბარბის ტესტით" აფასებენ
ფოტო: Warner Bros
ტიკტოკზე ახალი ტრენდი გავრცელდა, რომელსაც "ბარბის ტესტადაც" მოიხსენიებენ და წერენ, რომ ბიჭის გაცნობისას პირველი მას სწორედ ის უნდა ჰკითხო, ბარბის ფილმზე რას ფიქრობს. სოციალური ქსელის მომხმარებლები ამბობენ, რომ გრეტა გერვიგის ახალი ფილმით მარტივად შეამოწმებ, ღირს თუ არა შენს პარტნიორ კაცთან ურთიერთობის გაგრძელება — თუ მზად არაა, ბარბის სანახავად შენთან ერთად წამოვიდეს, ეს ე.წ. წითელ დროშადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, ანუ გამოცდა ვერ ჩააბარა და მასთან ურთიერთობაც არ ღირს.
ტრენდი რამდენიმე დღის წინ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოთი დაიწყო, რომელშიც ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ კაცის რეაქცია ბარბიზე მის პიროვნებაზე ძალიან ბევრს ამბობს და ამით თქვენი ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივაც კი შეგიძლიათ შეაფასოთ.
"როგორი რეაქცია აქვს შენს პარტნიორ კაცს, როცა ეუბნები, რომ ბარბიზე მასთან ერთად წასვლა გინდა? სიუჟეტზე და პერსონაჟებზე რას ფიქრობს? ფილმის მთავარ სათქმელზე მსჯელობა შეუძლია?" — წერს ვიდეოს ავტორი.
ავტორის იდეა სხვა მომხმარებლებს მართლაც გამოადგათ და კომენტარებში იმასაც მოყვნენ, როგორ შეაფასეს მათმა შეყვარებულებმა ბარბი. მაგალითად, ერთ-ერთი წერდა, რომ მის პარტნიორს ფილმის ყურებისას ჩაეძინა და ხვრინვა ამოუშვა. მეორე საპირისპიროს ჰყვება — მისმა შეყვარებულმა თავადვე გამოთქვა ბარბიზე წასვლის სურვილი. ერთ-ერთი მომხმარებლის პარტნიორმა კაცმა კი ფილმზე მასთან ერთად იტირა.
"ბარბიზე წასვლის საუკეთესო ნაწილი ის იყო, რომ ჩემი შეყვარებული ვარდისფერ ტანსაცმელში გამოეწყო, ფილმის ყველა ხუმრობას მიხვდა და ბოლოს ისიც მითხრა, ალბათ, ქალად ყოფნა ძალიან რთულიაო", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და ათასობით დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, პოსტის ავტორს ზოგიერთი მომხმარებელი არ ეთანხმება და იმასაც ამბობს, რომ ფილმის გარშემო ატეხილი ობსესია მეტისმეტია. ზოგიერთი კი პირიქით, წერს, რომ ბარბიზე არამხოლოდ შეყვარებული, არამედ სხვა ახლობელი კაცებიც უნდა წაიყვანონ, მათ შორის, ძმები, მამები და მეგობრები, რათა მათ რეაქციას დააკვირდნენ.
ბარბის პრემიერა 21 ივლისს შედგა და მაყურებლების მოლოდინიც გაამართლა. გამოსვლიდან ორ დღეში ფილმის შემოსავალმა $155 მილიონი შეადგინა. გრეტა გერვიგის ბარბის ქალი რეჟისორების ფილმებიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული პრემიერა ჰქონდა.
ამავე თემაზე:
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
კომენტარები