თიბისი კაპიტალი Euromoney-იმ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ფოტო: თიბისი
საერთაშორისო გამოცემამ — Euromoney, თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
"აღნიშნული ჯილდო თიბისი კაპიტალის 2022 წლის მიღწევებისა და გამორჩეული შედეგების აღიარებაა. თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. გასულ წელს, 2.3 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის კერძო და საჯარო ობლიგაციები გამოვუშვით, რაც საქართველოს ბაზრისთვის რეკორდული მაჩვენებელია. წლევანდელი წელიც წარმატებით მიმდინარეობს — 2023 წლის 6 თვეში, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის, 11 კერძო და საჯარო ობლიგაციების ემისია განხორციელდა, რომელთა შორის 2 მწვანე ობლიგაციაა. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საბროკერო მიმართულებას: ტრეიდინგის ვებ-პლატფორმა კიდევ უფრო დავხვეწეთ და ვაგრძელებთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცესის მომხმარებლებისთვის გამარტივებას. ასევე, მუდმივად ვაახლებთ მაკრო-სექტორულ კვლევებს, რაც ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური პროგნოზების სიზუსტე ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაგვასახელა", — აღნიშნავს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
2022 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა — ჯამში 14 განთავსების მთლიანმა მოცულობამ 865 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გასულ წელს, თიბისი კაპიტალმა 230 რეპორტი გამოაქვეყნა და კომერციული სექტორების 70% დაფარა.
აქტიურობით გამოირჩეოდა თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებაც. 2022 წელს განახლებული ციფრული პლატფორმა გაეშვა, რომლის დახმარებითაც, მომხმარებლებს 20-ზე მეტი ქვეყნის 60-ზე მეტ საფონდო ბირჟაზე შეუძლიათ ვაჭრობა. 2022 წელს, საბროკერო მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 3.5-ჯერ გაიზარდა.
ასევე 2022 წელს, თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებამ, პირველად საქართველოში რეგიონალური ფასიანი ქაღალდების ინდექსი შექმნა, რომლის განახლებაც ორ კვირაში ერთხელ ქვეყნდება. ინდექსი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ან მომავალში გეგმავენ რეგიონის ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები