დემნას ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის, ახლა ჩემი დროა — გურამ გვასალია
ფოტო: Getty Images
Vetements-ის აღმასრულებელმა და შემოქმედებითმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ, ახლახან New York Times-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გურამ გვასალიამ მადონასთან Vetements-ის პარტნიორობაზე ისაუბრა, შემდეგ კი თავისი ძმის, დემნას, კარიერული მიღწევებისა და მასთან ურთიერთობის შესახებაც რამდენიმე კომენტარი გააკეთა.
სოციალურ ქსელებში გურამ გვასალიასა და მადონას ერთობლივი ფოტოები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ინტერვიუში კი გურამ გვასალიამ აღნიშნა, რომ ბოლო 5 თვეა, მადონას სამომავლო ტურნესთვის სამოსს თავად ქმნის. გურამის თქმით, მომღერალთან მუშაობა მისთვის დიდი პრივილეგია და პატივია. "ვფიქრობ, რომ მადონასთან მუშაობა გარკვეულ აღიარებას მომიტანს", — ამბობს ქართველი დიზაინერი.
New York Times-ის ჟურნალისტის, ვანესა ფრიდმანის შეფასებით, Vetements-ის ახალმა კოლექციამ და მადონასთან მუშაობამ გურამ გვასალია ძმის ჩრდილიდან შეიძლება საბოლოოდ გამოიყვანოს. ინტერვიუში ქართველმა დიზაინერმა ძმასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
"ჩემი ძმა ჩემზე 6 წლით უფროსია. როცა მე მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. გარკვეული შესაძლებლობები მან ცხოვრებაში უფრო ადრე მიიღო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე ახლა და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, ვფიქრობ, რომ მასზე გაცილებით წინ ვარ", — ამბობს გურამ გვასალია დემნას შესახებ.
შეგახსენებთ, რომ Vetements დემნამ და გურამ გვასალიამ 2013 წელს დააარსეს. ბრენდმა წარმატებას მალევე მიაღწია და პოპულარულიც გახდა, თუმცა დემნამ 2019 წელს Vetements დატოვა და განაცხადა, რომ Vetements-ში თავისი მისია უკვე შეასრულა. ამის შემდეგ დემნამ კარიერული მოღვაწეობა ბალენსიაგაში გააგრძელა, მედია კი ძმებს შორის უთანხმოებაზე დიდხანს ლაპარაკობდა.
ფოტო: Instagram
"ვფიქრობ, რომ ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მთელი რიგ საკითხებთან დაკავშირებით მე განსხვავებული მიდგომა მაქვს. მისი ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის, ახლა ჩემი დროა. ჩემს ძმას უკვე დიდი სახელი აქვს და ჩემს ცხოვრებაში მისი არსებობა კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. არ არის საკმარისი, რომ უბრალოდ კარგი ვიყო. მჭირდება, რომ ძალიან კარგი ვიყო", — დასძინა გურამ გვასალიამ.
იმის დასტურად, რომ ხშირად ცნობილი ადამიანების უმცროსი დედმამიშვილები მეტ წარმატებას უფრო გვიან აღწევენ, გურამ გვასალიამ კარდაშიანებისა და ჩოგბურთელი უილიამსების მაგალითები მოიყვანა.
"ვფიქრობ, კარდაშიანები კარგი მაგალითია. არსებობს კიმი, რომელიც შესანიშნავი და ფენომენალური ადამიანია — და არსებობს კაილიც. კაილი ახალგაზრდა თაობას წარმოადგენს და იგი ძალიან წარმატებულია სექსის ვიდეოების და იმ ყველაფრის გარეშეც, რისი გამოვლაც მის დას მოუწია. კიდევ ერთი მაგალითია ვინუს და სერენა უილიამსები. ორივე ფანტასტიკურია, მაგრამ რატომღაც დადგა მომენტი, როცა სერენამ მეტ წარმატებას მიაღწია", — ამბობს გურამ გვასალია.
შეგახსენებთ, რომ დემნამ გვარის გამოყენებაზე უარი 2021 წელს განაცხადა. ჟურნალისტ ვანესა ფრიდმანის თქმით, გურამს არ უნდოდა, ამ ინტერვიუსთვის დემნაც ჩაეწერათ. New York Times ინტერვიუს შესახებ დემნას მაინც დაუკავშირდა, თუმცა მან უარი განაცხადა.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
კომენტარები