მესათბურეობა ბოსტნეულ კულტურებში — აგროსფერომ ქართველი ფერმერებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა
ფოტო: აგროსფერო
აგროსფეროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართველ ფერმერებსა და აგრონომებს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცვნენ სათბურებში ბოსტნეული კულტურების მოყვანისა და მოვლის მოწინავე მიდგომებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.
ტრენინგი ჰოლანდიურ კომპანიასთან, HollandDoor-თან პარტნიორობით ჩატარდა. ის აერთიანებს სოფლის მეურნეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს და უზრუნველყოფს ტრენინგებს სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებისა და ფერმერებისთვის.
"ქვეყანაში სასათბურე მეურნეობა ახლა განსაკუთრებით ვითარდება და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ამ მიმართულებით ძალების მოსინჯვას. ამიტომ, ვფიქრობ, HollandDoor-ის ექსპერტების მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა ქართველ ფერმერებს დიდ დახმარებას გაუწევს. იმედი გვაქვს, მონაწილეები ამ ტრენინგის დახმარებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას", — ამბობს აგროსფეროს ტრენინგ ცენტრ აგრარიუმის ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.
საქართველოში ტრენინგის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, აგრარიუმთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული HollandDoor-ის წარმომადგენლობაც.
"მახარებს ის ფაქტი, რომ აგროსფეროსთვის პრიორიტეტულია ცოდნის გაზიარება და ამგვარი ტრენინგებით ფერმერების უნარების განვითარების ხელშეწყობა. საქართველოში სასათბურე მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის საჭიროა ძველიდან ახალ პრაქტიკებზე გადასვლა და თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტიციის განხორციელება. ფერმერებს უნდა სჯეროდეთ, რომ მათ მიერ გაღებული თავდაპირველი ხარჯები, საბოლოოდ, ფინანსურ მოგებაში აისახება.
მართალია HollandDoor საქართველოსგან მოშორებითაა, თუმცა ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში", — ამბობს იოშ ლიითერსი, HollandDoor-ის წარმომადგენელი და ხილისა და ბოსტნეულის წარმოების სპეციალისტი.
მიკრო-კლიმატის შექმნა და მართვა სათბურებში და სასუქების სწორად გამოყენება — ტრენინგი ამ ორ ძირითად თემას მოიცავდა. ერთი დღე თეორიულ სწავლებას დაეთმო, მეორე დღე კი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას. ამასთან, ტრენერებმა დაათვალიერეს მონაწილე ფერმერების სათბურები და გასცეს რეკომენდაციები.
"სასურველია, ქართველმა ფერმერებმა მეტად გაიაზრონ მონაცემების შეგროვებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა. მათი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კლიმატის რეგულირების, ისე სხვა ღონისძიების დაგეგმვისათვის. მონაცემების დახმარებით, ფერმერებს შეეძლებათ არა მხოლოდ უხვი მოსავალი მიიღონ, არამედ გააუმჯობესონ მისი ხარისხი", — ამბობს მარკ ვან სტოკუმი, HollandDoor-ის ტრენერი მიკროკლიმატისა და მავნებლების ინტეგრირებული მართვის საკითხებში.
მოწვეულმა ტრენერებმა აღნიშნეს ისიც, რომ ქართველ ფერმერებს აქვთ პოტენციალი ქვეყანა სრულად უზრუნველყონ ადგილობრივი წარმოების პროდუქციით, თუ ისინი ორიენტირებული იქნებიან ახალი მიდგომების დანერგვაზე.
"ვფიქრობ, საქართველოში აგრომეურნეობის მომავალი ძალიან დამაიმედებელია, თუ ის სწორი მიმართულებით განვითარდება. ქართველ ფერმერებს აქვთ დიდი პოტენციალი, გააუმჯობესონ მოსავალი, გაზარდონ თავიანთი სარგებელი და ქვეყანა სრულად უზრუნველყონ ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულით. შესაძლოა, სამომავლოდ საქართველომ არა მხოლოდ თვითკმარი პროდუქტების წარმოება, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებში ექსპორტიც შეძლოს", — აღნიშნავს გირთენ ვან დერ ლუჰტი, კონსულტანტი მცენარის კვებისა და ირიგაციის მიმართულებით.
მეტი ხელმისაწვდომობისთვის, ტრენინგი მესათბურეობა ბოსტნეულ კულტურებში ორჯერ ჩატარდა — 30-31 მაისს ლაგოდეხში, 1-2 ივნისს კი მარნეულში.
ფოტო: აგროსფერო
"სასოფლო-სამეურნეო ტრენინგ ცენტრი აგრარიუმი, რომელიც აგროსფეროს ინიციატივით არც თუ ისე დიდი ხანია შეიქმნა, ფერმერებს კიდევ მრავალ პრაქტიკულ ტრენინგს შესთავაზებს. ჩვენი პროექტები გათვლილი იქნება არა მხოლოდ პარტნიორ ფერმერებზე, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს შეიძინოს პრაქტიკული ცოდნა და გამოიყენოს ის საკუთარ მეურნეობაში", — ამბობს მარიამ მერაბიშვილი.
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები