რატომ არასდროს სწვევიან უცხოპლანეტელები დედამიწას? — ახალი ჰიპოთეზა
რატომ არასდროს სწვევიან უცხოპლანეტელები დედამიწას? ეს კითხვა არა მხოლოდ მეცნიერებს, არამედ ბევრ სხვა ადამიანსაც აწუხებს.
ასევე იხილეთ: რატომ ვერ ვპოულობთ უცხოპლანეტელებს? — მეცნიერებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ
ახალი ჰიპოთეზის მიხედვით, კოსმოსური ცივილიზაციის მასშტაბისა და ტექნოლოგიური განვითარების ზრდასთან ერთად, ის აღწევს კრიზისულ წერტილს, როცა ინოვაცია ენერგიაზე მოთხოვნას ვეღარ უტოლდება. ალტერნატიული ვარიანტი ზრდის ამგვარი მოდელის დათმობაა, მაგრამ სანაცვლოდ ცივილიზაციას კოსმოსურ ექსპანსიაზე უარის თქმა მოუწევს.
ასევე იხილეთ: რა სჭირდებათ უცხოპლანეტელებს (ან მომავლის ადამიანებს) ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისთვის?
4 მაისს ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნებულ მსჯელობაში მეცნიერებმა სცადეს, გამოსავალი მოეძებნათ ფერმის პარადოქსისთვის.
კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასტრობიოლოგი, სტიუარტ ბარტლეტი, და კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის ასტრობიოლოგი, მაიკლ ვონგი, წერენ, რომ ცივილიზაციები ან "გადაწვას" განიცდიან ან გადადიან ჰომეოსტაზის პრიორიტიზებაზე, რითაც უარს ამბობენ კოსმოსურ ექსპანსიაზე. ნებისმიერი ამ ორიდან არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ვპოულობთ უცხოპლანეტელებს ან თავად ვერ გვპოულობენ ისინი.
ასევე იხილეთ: ბერსერკერის ჰიპოთეზა: რა მოხდება, თუკი უცხოპლანეტური ცივილიზაცია ჩვენს რადიოსიგნალებს აღმოაჩენს?
ასტრობიოლოგების წყვილი ჰიპოთეზამდე მივიდა ქალაქების "ზეწრფივი" ზრდის კვლევების შესწავლით. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ქალაქების ზომა და მათ მიერ მოხმარებული ენერგიის რაოდენობა ექსპონენციური ტემპით იზრდება, რასაც აუცილებლად მივყავართ კრიზისულ ზღვრამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ქალაქი იწყებს სწრაფად ჩამოშლას.
მეცნიერების ვარაუდით, როცა პლანეტარული ცივილიზაციები ზრდის მსგავს მოდელს აღწევენ, მათი სწრაფი კოლაფსი გარდაუვალია. მათი თქმით, ცივილიზაცია, რომელიც კოლაფსს უახლოვდება, კაცობრიობისთვის ყველაზე ადვილი შესამჩნევი იქნება, რადგან იგი დიდი რაოდენობით ენერგიის გამოყოფას დაიწყებს.
ასევე იხილეთ: 4 ტექნოხელწერა, რომლითაც კაცობრიობა უცხოპლანეტური ცივილიზაციის აღმოჩენას ცდილობს
დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, ცივილიზაციებმა შეიძლება განიცადონ "ჰომეოსტატიკური გამოღვიძება", რითაც, შეუზღუდავი ზრდის ნაცვლად, პრიორიტეტს მიანიჭებენ სოციალურ კეთილდღეობას, მდგრად და თანაბარ განვითარებასა და ჰარმონიას გარემოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ცივილიზაციებმა შეიძლება მთლიანად არ მიატოვონ კოსმოსური კვლევა, ისინი არ გაფართოვდებიან იმ მასშტაბებით, რომ დედამიწასთან კონტაქტი დაამყარონ.
მკვლევრები მიუთითებენ კაცობრიობის რამდენიმე "მინი-გამოღვიძებაზე", რომლებიც ეხებოდა გლობალურ კრიზისებს დედამიწაზე, როგორებიცაა: გლობალური ბირთვული იარაღის მარაგის შემცირება 70 000 ქობინიდან 14 000-მდე; დედამიწის ოზონის შრეში ოდესღაც მზარდი ხვრელის შეჩერება ქლოროფტორნახშირბადის ემისიების აკრძალვით; და 1982 წელს ვეშაპებზე ნადირობის საერთაშორისო აკრძალვის დაწესება.
თუმცა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ეს უბრალოდ ჰიპოთეზაა, რომელიც დედამიწაზე განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებით მიიღეს და იგი შექმნილია "დისკუსიის, ინტროსპექციისა და მომავალი კვლევითი სამუშაოების პროვოცირებისთვის".
კომენტარები