აგროსფერომ თავის სტიპენდიატებს უმასპინძლა
ფოტო: აგროსფერო
აგროსფეროს სტიპენდიატები კომპანიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ხელმისაწვდომი პროდუქცია და დაესწრნენ მექანიზაციის სერვისის სამსახურის მუშაობის პროცესს.
სტუდენტებს აგროსფეროს გაყიდვების სპეციალისტებმა უმასპინძლეს და მათ კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი წარუდგინეს, გააცნეს თითოეული კატეგორია, პროდუქტების ინოვაციური მახასიათებლები და უპირატესობები. სტიპენდიატებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უახლესი აგრო-დრონი DJI Agras T40 და CLAAS-ის ინოვაციური მარცვლეულის კომბაინი DOMINATOR 260.
სტუდენტები ესტუმრნენ აგროსფეროს მექანიზაციის სერვისის სამსახურს, დაესწრნენ სამუშაო პროცესსა და გაეცვნენ გუნდის მუშაობის სპეციფიკას.
"მე მექანიკის ინჟინერიას ვსწავლობ და, შესაბამისად, ჩემთვის მექანიზაციის სერვისის სამსახურში სტუმრობა განსაკუთრებით საინტერესო იყო. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ აგროსფეროში ხარისხის კონტროლი მაღალ დონეზეა და კვალიფიციური კადრები ჰყავთ. ვფიქრობ, პროგრამის ფარგლებში, ამ გუნდს მეც შევუერთდები და სტაჟირებას სწორედ აქ გავივლი", — ამბობს აგროსფეროს სტიპენდიატი, ლაშა ლომსაძე.
აღსანიშნავია, რომ აგროსფერო სტიპენდიატებსა და კიდევ 7 შერჩეულ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს სტაჟირება გაიარონ კომპანიის სერვისცენტრებში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებში, სადემონსტრაციო ვენახსა და სათბურებში. ასევე, მათ შეეძლებათ დაესწრონ აგრარიუმის ტრენინგებსა და ისარგებლონ აგროსფეროს სხვა შეთავაზებებით.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა თავად აირჩიონ სტაჟირება-პრაქტიკის მიმართულებები, გაითვალისწინონ თავიანთი ინტერესები და მიჰყვნენ პროფესიული განვითარების გეგმას. ჩვენ კი, შევეცდებით, ხელი შევუწყოთ მათ წინსვლასა და პროფესიულ ზრდას. იმედი გვაქვს, აგროსფეროს სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამები დაგვეხმარება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ აგრომეურნეობით და მოტივაცია მივცეთ მათ, ვისაც ეს დარგი განსაკუთრებით უყვარს", — ამბობს აგროსფეროს სასწავლო ცენტრ აგრარიუმის ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნოლოგიების იმპორტიორმა კომპანია აგროსფერომ ახალგაზრდების ხელშემწყობი პროგრამები 2022 წელს წამოიწყო. კომპანია მათ აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს და ყოველწლიურად მის 3 სტუდენტს გადასცემს სტიპენდიას. ასევე, ჯამში, 10 სტუდენტს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას. აგროსფეროს პროგრამების მიზანი ახალგაზრდების წახალისება, აგრომეურნეობის პოპულარიზაცია და, სამომავლოდ, დარგის კვალიფიციური კადრით უზრუნველყოფაა.
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
კომენტარები