მეცნიერებმა ფუნქციური სისხლძარღვების დაბეჭდვა შეძლეს
სისხლძარღვების ბიოპრინტირება მნიშვნელოვანია სამედიცინო მიზნებისთვის. ამ პროცესის განხორციელების თანამედროვე მეთოდები უჯრედებისთვის შესაფერის გელებს მოიცავს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ანალოგი, რომელიც სტრუქტურულად არც თუ ისე კარგია. ეს განსაკუთრებით პრობლემურია სისხლძარღვებისთვის, რომლებმაც უნდა გაუძლონ მაღალ წნევას და მოხრას.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა ბიოპრინტირების ტექნიკისა და დნობის გაერთიანება წარმატებით შეძლეს.
ამის შესახებ დაწესებულების მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
ცნობისთვის, დნობის ეს სისტემა არის 3D ბეჭდვის უაღრესად ზუსტი ტიპი, რომელიც მუშაობს გამდნარი (ბიოდეგრადირებადი) პლასტმასის ვიწრო სქემით. საბოლოო შედეგი არის რთული სტრუქტურა, რომელიც მტკიცეა და წნევასაც უძლებს.
თუმცა, ამ სტრუქტურის დაბეჭდვა შეუძლებელია მაღალი ტემპერატურის გამო. სწორედ აქ ერთვება საქმეში მოცულობითი ბიობეჭდვა, რადგან მეთოდი შეიძლება გამოიყენონ უჯრედებით დატვირთული გელების სისტემის გასამაგრებლად.
ფუნქციური სისხლის უჯრედების მისაღებად მეცნიერებმა შექმნეს მილისებრი სტრუქტურა დნობის სისტემის გამოყენებით და მოათავსეს მოცულობით ბიოპრინტერში.
მკვლევრების თქმით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.
"ეს პრინციპული და მნიშველოვანი პროგრესია. რაც ახლა უნდა გავაკეთოთ არის ღეროვანი უჯრედების ჩანაცვლება ფუნქციური უჯრედებით, რომლებიც ნამდვილი სისხლძარღვების ნაწილია. ეს ნიშნავს კუნთოვანი უჯრედებისა და ფიბროზული ქსოვილის დამატებას ეპითელური უჯრედების გარშემო. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ფუნქციური სისხლძარღვის დაბეჭდვაა", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები