რას ვუყუროთ ამ ზაფხულს? — 10 სერიალი, რომლითაც ცხელ დღეებს გადააგორებ
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ნანატრი შვებულებაც ახლოვდება. ყველანი ვიწყებთ იმის დაგეგმვას, როგორ გავატარებთ წლის ყველაზე ცხელ დღეებს. ზაფხულში დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ზოგიერთი ადამიანი წასაკითხი წიგნების სიას ადგენს, ზოგიერთი კი ახალ საცურაო კოსტიუმს ყიდულობს.
სერიალების მოყვარულებს ზაფხულში ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ მთელი დღის განმავლობაში შეგვიძლია, ჩვენი საყვარელი შოუების ყურების გარდა არაფერი ვაკეთოთ. დღევანდელ სტატიაში იმ 10 სერიალზე მოგიყვებით, რომელთაც დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ეკრანებზე ვნახავთ.
1. აიდოლი / The Idol
ფოტო: HBO
ეიფორიის შემქმნელი სემ ლევინსონის ახალი სერიალის პრემიერა ივნისის დასაწყისში შედგა და მაყურებლის გული უკვე დაიპყრო. The Idol-ს განსაკუთრებით იმის გამოც ველოდით, რომ მასში მთავარ როლებს ლილი როუზ დეპი და The Weeknd ასრულებენ. სერიალი დეპის პერსონაჟის, ცნობილი პოპ ვარსკვლავის ცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც The Weeknd-ის პერსონაჟთან იწყებს ურთიერთობას. აიდოლში სხვა არაერთ ცნობილ სახეს ვხვდებით, მათ შორის, ტროი სივანს, დენ ლევის, ჯგუფ Blackpink-ის წევრ ჯენისა და სხვებს. ქართველი მაყურებლისთვის HBO-ის ახალი სერიალი იმითაც შეიძლება იყოს განსაკუთრებული, რომ The Idol-ის აუდიოეფექტებზე ქართულმა კომპანია POSTRED-მა იმუშავა. სერიალის ახალი ეპიზოდები კვირაში ერთხელ HBO MAX-ის ეთერში გავა.
პრემიერის თარიღი: 4 ივნისი
2. საიდუმლო შეჭრა / Secret Invasion
ფოტო: Marvel Studios
მარველის ფანებს კარგი ზაფხული ელით. სამუელ ელ ჯექსონი ნიკ ფიურის როლს მარველის ახალ სერიალში უბრუნდება. Secret Invasion უცხოპლანეტელებზე გვიყვება, რომელთაც ადამიანის გარეგნობის მიღება შეუძლიათ და ამ უნარის წყალობით დედამიწაზე საიდუმლოდ შემოიჭრნენ. სერიალში ჯექსონთან ერთად ემილია კლარკი, ოლივია კოლმანი და ბენ მენდელსონიც ითამაშებენ. გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო შეჭრა მარველის აქამდე ყველაზე მასშტაბური სერიალი იქნება, რომელშიც მოქმედება Avengers: Endgame-ისა და Spider-Man: Far From Home-ის მოვლენების შემდეგ ვითარდება. სერიალის პრემიერა ექსკლუზიურად Disney Plus-ზე შედგება.
პრემიერის თარიღი: 21 ივნისი
3. ასოკა / Ahsoka
ფოტო: Disney+
ვარსკვლავური ომების ფანები Star Wars Rebels-ისა და Star Wars: The Clone Wars-ის პოპულარულ ანიმაციურ გმირ ასოკა ტანოზე გადაღებულ სერიალს დიდხანს ელოდნენ. Ahsoka-ში, ისევე როგორც ფილმებში, მთავარი პერსონაჟის როლს როსარიო დოუსონი მოირგებს. სერიალში ლეგენდარულ ჰეიდენ კრისტენსენსაც ვიხილავთ, რომელიც ვარსკვლავური ომების ფილმებში ანაკინის როლს ასრულებს. სერიალის პრემიერა Disney Plus-ზე შედგება.
პრემიერის თარიღი: 2023 წლის აგვისტო
4. მე არასდროს / Never Have I Ever (მე-4 სეზონი)
ფოტო: Netflix
თინეიჯერული დრამების მოყვარულებს ამ ზაფხულს ნეტფლიქსი ნამდვილად არ მოაწყენს. Never Have I Ever ბოლო სეზონით ბრუნდება! დევი და მის მეგობრები უკვე სკოლას ამთავრებენ და მათ თავს უამრავი რამ ხდება — კოლეჯისთვის მზადება, ოჯახური პრობლემები, გამოსაშვები საღამოს კაბის არჩევა, პარალელურად კი პირველი სიყვარული. გააკეთებს თუ არა დევი ბენსა და პაქსტონს შორის საბოლოო არჩევანს, თუ იქნებ, სულაც ახალი სასიყვარულო სამკუთხედი გველის? ამას სერიალის ბოლო სეზონში გავიგებთ.
პრემიერის თარიღი: 8 ივნისი
5. მოსიარულე მკვდრები: მკვდარი ქალაქი / The Walking Dead: Dead City
ფოტო: AMC Studios
მოსიარულე მკვდრები მე-11 სეზონით 2022 წელს დასრულდა, თუმცა შოუს ერთგულ მაყურებელს კიდევ ერთი თავგადასავალი ელის. სერიალი მორიგი სპინოფით ბრუნდება. მოსიარულე მკვდრების გულშემატკივრები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ მკვდარ ქალაქში მთავარ პერსონაჟებად მეგი და ნიგანი გვევლინებიან, რომელთაც მთელი სერიალის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვთ. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ წინ საინტერესო თავგადასავალი გველის.
პრემიერის თარიღი: 18 ივნისი
6. შავი სარკე / Black Mirror (მე-6 სეზონი)
ფოტო: Netflix
გახმაურებული საი-ფაი სერიალი შავი სარკე ამ ზაფხულს მე-6 სეზონითა და სიახლეებით ბრუნდება. წინა სეზონებისგან განსხვავებით, ახალი ეპიზოდების ქრონომეტრაჟი გაიზრდება და ფილმის სტილში იქნება გადაღებული. სერიალი მაყურებელს ასეთ ხუთ ეპიზოდს შესთავაზებს. სერიალის რეჟისორის, ჩარლი ბრუკერის თქმით, მართალია, ახალი სეზონი იმავე ატმოსფეროს შეინარჩუნებს, თუმცა მაყურებლებს ბევრი სიურპრიზი ელით. ვიცით ისიც, რომ Black Mirror-ის მე-6 სეზონში შოუში ცნობილ ვარსკვლავებს ვიხილავთ, მათ შორის, ბენ ბარნსს, სელმა ჰაიეკი, აარონ პოლს, ენი მერფისა და სხვებს.
პრემიერის თარიღი: 15 ივნისი
7. ხალხმრავალი ოთახი / The Crowded Room
ფოტო: Apple TV+
ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის მოყვარულებს ზაფხულისთვის Apple TV+-მა სასიამოვნო სიახლე მოუმზადა. დენიელ კიზის ცნობილი წიგნის, ბილი მილიგანის მრავალი გონების მიხედვით გადაღებულ მინისერიალ The Crowded Room-ს ივნისში ვიხილავთ. სერიალის რეჟისორი და სცენარისტი აკივა გოლდსმენია, რომელიც ასევე ცნობილი ფილმის, ბრწყინვალე გონების, შემქმნელიცაა. 10-ეპიზოდიან შოუში ტომ ჰოლანდი დენი სალივანის როლს ასრულებს, რომელიც ბილი მილიგანის შთაგონებითაა შექმნილი. ჰოლანდის პერსონაჟის დედის როლს ემი როსუმი მოირგებს, რამაც მაყურებლის გაოცება გამოიწვია, რადგან მსახიობებს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელზე ნაკლებია.
პრემიერის თარიღი: 9 ივნისი
8. გულის გამჩერებელი / Heartstopper (მე-2 სეზონი)
ფოტო: Netflix
მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ თინეიჯერი ნიკის და ჩარლის სიყვარულის ისტორიამ გულგრილი არავინ დატოვა. ჩვენს საყვარელ ქვიარ წყვილს Heartstopper-ის ახალ სეზონში კიდევ ერთხელ ვნახავთ. ამჯერად მთავარ პერსონაჟებს თავიანთი სიყვარულის დამალვა აღარ უწევთ. გამოცდების მოახლოებასთან, პარიზში სკოლის ექსკურსიასთან და ბანკეტის დაგეგმვასთან ერთად, ნიკი და ჩარლი ცდილობენ გამოარკვიონ, როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა.
პრემიერის თარიღი: 3 აგვისტო
9. მხედვარი / The Witcher (მე-3 სეზონი)
ფოტო: Netfli
ნეტფლიქსი ამ ზაფხულს ფენტეზის მოყვარულებსაც არ დატოვებს გულგრილს. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ მხედვარი ეკრანებზე ახალი სეზონით ბრუნდება. მესამე სეზონში სერიალის მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი ბოლოჯერ შეასრულებს. შემდეგი სეზონიდან მას შიმშილის თამაშების ცნობილი მსახიობი ლიამ ჰემსვორტი ჩაანაცვლებს. ამ ცვლილებას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გულშემატკივრების ნაწილმა კავილის დაბრუნების მოთხოვნით პეტიციაც კი შექმნა. ახალი სეზონის შესახებ კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ კიდევ უფრო საინტერესო, დაძაბულ და ზღაპრულ სანახაობას უნდა ველოდოთ.
პრემიერის თარიღი: 29 ივნისი
10. მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები / Only Murders In The Building (მე-3 სეზონი)
ფოტო: Getty Images
რას გვიმზადებს Hulu-ს პოპულარული სერიალის ახალი სეზონი? Only Murders In The Building-ის მესამე სეზონის ნახვა აგვისტოდან შეგვეძლება. ამ სეზონში ცნობილ მსახიობებს არც მეტი, არც ნაკლები, მერილ სტრიპი შეუერთდება. სასიხარულო სიახლე პირველად სელენა გომესმა გააჟღერა ინსტაგრამზე. მოგვიანებით კი, სერიალიდან მცირე თიზერიც გავრცელდა, სადაც მერილის პერსონაჟი ჩანს. ჯერ ცნობილი არ არის, უშუალოდ ვის განასახიერებს სტრიპი ან რა როლი ექნება მის პერსონაჟს დანარჩენი გმირების ცხოვრებაში, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მერილის პროექტში ჩართვა სერიალს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
პრემიერის თარიღი: 8 აგვისტო
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები