"ეს უდიდესი სიხარულია" — გულქანი თოთაძემ ლოტოში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მოიგო
ფოტო: ლოტო
5; 6; 13; 14; 22 — შეიძლება ეს რიცხვები არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ გულქანი თოთაძისთვის, განსაკუთრებით იღბლიანი კომბინაციაა, რომელმაც დიდი სიხარული მოუტანა. 70 წლის ფიზიკის მასწავლებელმა, რომელიც ამჟამად პენსიონერია, ლოტო 5/35 — ოქროს ბურთის 4-წლიან ისტორიაში რეკორდულად მაღალი თანხა — 506 729 ლარი მოიგო.
გულქანი თოთაძის თქმით, ლოტოში გამარჯვება გასაოცარი სიხარულის მომტანი იყო.
"მოგების შესახებ იმ ჯიხურში გავიგე, სადაც ბილეთი შევიძინე. საოცრად მძაფრი რეაქცია მქონდა — ვმღეროდი, ვცეკვავდი და ამ დროს, არც ერთი გამომდის, არც მეორე. შვილს დავურეკე, მაგრამ არ დამიჯერა, რადგან მცირე მოგებები აქამდეც მქონდა. ეს უდიდესი სიხარულია", — გვეუბნება გულქანი.
გულქანი თოთაძე ლოტო 5/35 — ოქროს ბურთს ყოველდღიურად თამაშობდა, რადგან როგორც გვეუბნება, ციფრები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ლოტო ცხოვრების გახალისებაში ეხმარებოდა. მისი თქმით, აქამდე არაერთი კომბინაცია სცადა, ჯეკპოტის მოგება კი შემთხვევითობა იყო.
ფოტო: ლოტო
"თითქოს მიზანი დავისახე, რომ უნდა მომეგო, 2018 წლიდან ყოველდღიურად ვთამაშობდი, ერთი გათამაშებაც კი არ გამომიტოვებია. აქამდე ციფრების არჩევა ბევრი პრინციპით ვცადე — სატრანსპორტო მარშრუტის განრიგი, ცუდი თუ კარგი დღეები, საყვარელი და ნაკლებ საყვარელი ციფრები, ეს სიხარული კი სრულიად შემთხვევით მეწვია", — აღნიშნავს გულქანი.
გულქანი თოთაძე მოგებული თანხით სანუკვარი სურვილის ასრულებას აპირებს და დიდი ხნის მისწრაფების რეალობად ქცევას გეგმავს.
"სოფელი მიყვარს, ბუნება. კორპუსში ცხოვრების რესურსი ამოვწურე, ახლა სოფლის სახლს ვიყიდი და მიწასთან მუშაობის სურვილს ავიხდენ — ხეებს დავრგავ, მეურნეობას მივხედავ, ყვავილებს გავახარებ, საკუთარი ბაღი მექნება", — გვიზიარებს სამომავლო გეგმებს იღბლიანი გამარჯვებული.
საქართველოს ეროვნული ლატარიის პიარის ხელმძღვანელი, ნინო პოტრჟებსკაია აღნიშნავს, რომ კომპანია ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებას ისახავს მიზნად და ჯეკპოტის გათამაშება მათთვის განსაკუთრებით სასიხარულოა.
"ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ადამიანებს ანიჭებს ბედნიერებას. მას შემდეგ, რაც ბაზარზე დავიწყეთ ოპერირება, საქართველოს ლატარიამ მოგების სახით უკვე 90 მილიონ ლარამდე გასცა. მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და ეს რიცხვი სწორედ გაცემულ ბედნიერებას ასახავს, დღეს კი განსაკუთრებით ბედნიერი დღე გვაქვს, რადგან 5/35-ოქროს ბურთში რეკორდული თანხა გავათამაშეთ", — ამბობს ნინო.
გულქანი თოთაძისთვის ლოტო 5-35 — ოქროს ბურთი ის თამაშია, რომელიც ბედნიერებას ანიჭებს, ამიტომ ბილეთის შეძენას სამომავლოდაც გეგმავს და სხვებსაც იმავეს ურჩევს: "გაიღიმეთ, იხალისეთ, ითამაშეთ და მოიგეთ".
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები