მასალა, რომელიც ფერს იცვლის — რევოლუცია ნანონაწილაკების ინდუსტრიაში
ჩინეთში მკვლევრებმა შექმნეს ფერის ცვალებადი მასალა, რომელსაც ვაქცინის ფლაკონის თავსახურზე მოთავსებისას ტემპერატურის ცვლილების დაფიქსირება შეუძლია.
ვაქცინების გარდა, ბევრი საკვები პროდუქტი და სამკურნალო საშუალება საჭიროებს გარკვეულ ტემპერატურას შესანახად. ახალი მასალა დაგვეხმარება შევამოწმოთ ყველა ასეთი პროდუქტის უსაფრთხოება და გამოყენებადობა.
მაგალითად, წარმოიდგინეთ ზაფხულის ცხელ დღეს, სატვირთო მანქანის გაგრილების სისტემა, რომელიც ვაქცინების დისტრიბუციას ახორციელებს, გაფრთხილების გარეშე წყვეტს მუშაობას. ეს გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში და შემდეგ ავტომატურად ამუშავდა. მძღოლმა შეიძლება გნსხვავება ვერ შენიშნოს, პროდუქცია კი გამოყენებადი უკვე აღარ იყოს.
შესაბამისად, თუ ვაქცინის ფლაკონების ხუფები ფერის ცვლადი მასალისგან იქნება, საჭიროების შემთხვევაში მათი ფერი შეიცვლება.
ფერის ცვალებადი მასალა შედგება ორი კომპონენტისგან; გლიცერინით დაფარული სილიციუმის დიოქსიდის ნანონაწილაკებისგან და ხსნარისგან, რომელიც დამზადებულია ეთილენგლიკოლის, წყლისა და პოლიეთილენგლიკოლის შერევით.
მკვლევრებმა გააერთიანეს ორი კომპონენტი და შექმნეს მასალა, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს ტემპერატურის ცვლილებები -70°C-დან 37.2°C-მდე.
როდესაც ფლაკონი შეინახეს გაყინულ გარემოში, მასალა მის სახურავზე იყო მწვანე ფერის. თუმცა, როდესაც ის გადაიტანეს თბილ გარემოში, მასალაში მიკროკრისტალები დაიშალა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მასალა გახდა უფერო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტემპერატურამ გადააჭარბა დასაშვებ დონეს.
მკვლევრების თქმით, ეს ტექნოლოგია რევოლუციურია და ის ნანონაწილაკების ინდუსტრიაში ბევრ რამეს შეცვლის.
კვლევა ჟურნალ ACS Nano-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები