ნახეთ: ვენეციის უდიდესი არხი მოულოდნელად ფლუორესცენციურ მწვანედ შეიფერა
სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება სურათები, რომლებიც ვენეციის უდიდეს არხში, გრანდ კანალში, წყლის ფლუორესცენციურ მწვანე შეფერილობას გვიჩვენებს. მართალია, ეს შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის, მაგრამ ასეთი ცვლილების მიზეზი უცნობია.
Twitter-ზე ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისას, საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული მოვლენის გამომწვევ ფაქტორად ე.წ. ეკო ვანდალიზმი დაასახელა, რაც წყალმცენარეების უკონტროლო გავრცელებას ნიშნავს. გამორიცხული არაა, რომ საქმე მართლაც ამ ორგანიზმებთან გვქონდეს, რომლებიც ხშირად წყალს ფლუორესცენციურ იერს აძლევენ.
რეგიონის პრეზიდენტი, ლუკა ზაია, ამ მოვლენას Twitter-ზე პოსტით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წყლის უჩვეულო შეფერილობის მიზეზის დასადგენად საქმეში პოლიციაც ჩაერთო. ცნობილია, რომ ადგილიდან ნიმუშები უკვე აიღეს, ჩაინიშნა ოფიციალური პირების შეხვედრაც.
ფოტოების მიხედვით, მომწვანო შეფერილობა გრანდ კანალში, რიალტოს ხიდის მიმდებარედ შეინიშნება და, როგორც ჩანს, ნელ-ნელა ვრცელდება. ამის მიუხედავად, იქ გონდოლებით ტურისტების გადაადგილებდა შეზღუდული არაა.
უნდა ითქვას, რომ 1968 წელს ხელოვანმა და ეკოლოგმა გარსია ურიბურუმ ვენეციის არხში წყალი მწვანედ განზრახ შეფერა, რისთვისაც სპეციალური უსაფრთხო ფლუორესცენციური საღებავი გამოიყენა. მისი მიზანი ეკოლოგიური საკითხებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო. საღებავი დროთა განმავლობაში გაქრა.
მისი თქმით, შესაძლოა, მწვანე ელფერი ახლაც სწორედ ნივთიერება ფლუორესცეინს გამოეწვია, მაგრამ ამხელა მასშტაბების მოსაცავად 1 კილოგრამზე მეტი ფხვნილის გამოყენება იქნებოდა საჭირო. წყლის დინებისთვის თვალის მისადევნებლად, როგორც წესი, მხოლოდ ერთი სავსე კოვზია საკმარისი.
"ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ინციდენტი იყო და რომ არხში ასე უბრალოდ ერთი კილოგრამი ფლუორესცეინი ჩაუშვეს", — აცხადებს გარსია ურიბურუ.
კომენტარები