კელი დეგნანი

19 May. 2023, 12:10

მესმის, თუ რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული და რატომ ღელავს ამასთან დაკავშირებით. ბოლო აღწერამ აჩვენა, რომ რუსეთში, დაახლოებით, 130 000 ქართველი ცხოვრობს, უმეტესობას აქვს ორმაგი მოქალაქეობა და მას ვისაც ჰქონდა სურვილი, უკვე ჩამოვიდა საქართველოში.

ეს გადაწყვეტილება უფრო სასარგებლო იქნება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რუსი ხალხისთვის და არა ქართველებისთვის. უამრავი მათგანი შეძლებს ჩამოსვლას საქართველოში.

ვფიქრობ, სრულიად გასაგებია, რატომ ნერვიულობენ ადამიანები, მათ არ იციან, რა გავლენა ექნება ამ პროცესს საქართველოზე. მათ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირებას, საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, ზეწოლას ამ ქვეყანაზე და განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმას და მის დაბომბვას. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველი ხალხის შეშფოთება სამართლიანია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ