ლევან ბერძენიშვილი

18 May. 2023, 13:18

ძალიან მარტივად და გასაგებად ამიხსნეს მე ამ დღეებში. გამოქვეყნდა სამი პუბლიკაცია, ერთი იყო ქართუ ბანკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჩხეტიანის; მეორე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გამომეხმაურნენ — ყველგან წერია ერთი და იგივე, ბიძინას თავი დაანებე და არაფერიც არ იქნება. მე მეგონა, რომ, ძირითადად, ვაჟა-ფშაველას თემატიკა იყო მნიშვნელოვანი. გაირკვა, რომ არაფერ შუაში არაა ვაჟა. 

კიდევ უნდა ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე რაღაცას ავრცელებს ისეთს, მინიშნებებით, რომ მაგას პრობლემები აქვს და... სად მნახა პრობლემებით? მაგას ჰქონია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში და სტენფორდის უნივერსიტეტში იმიტომ წამაკითხეს ლექცია, რომ პრობლემური ვარ? პრობლემები ვის აქვს, ჩვენ კარგად ვხედავთ.

დიახ, მე საცოდავი კაცი ვარ, როცა ვუყურებ, ვის ხელშია საქართველო. ბიძინა ივანიშვილისნაირი ძალიან დაბალი დონის პოლიტიკოსის ხელში, ორღობის პოლიტიკოსის ხელში.

ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა. მან უპასუხა ირაკლი კობახიძის კომენტარს, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა, რომ ბერძენიშვილი ერთი საცოდავი კაცია, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს. ბოლო პერიოდში ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული სიძულვილის კამპანია მიმდინარეობს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რომან დარსალია აფხაზეთის დე ფაქტო სუს-მა "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო დააკავა.…