ლევან ბერძენიშვილი

22 Mar. 2023, 14:39

მე ამ ეთერში ვთქვი, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. ეს არ არის სწორი. მე მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე აგენტურასთან დაკავშირებით ბოდიში მომიხადა ღიად და საჯაროდ. ბოდიშს ვუხდი მას, როგორც მან მომიხადა ბოდიში. ძალიან გამიხარდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ყოველთვის არის პრეზიდენტი, ბოდიში მომიხადა. ადამიანი როცა მივა აქამდე, რომ ეს შეუძლია, ეს უკვე დიდი რამაა. მე ვუხდი ახლა ბოდიშს, რომ აქვს ხალხო დამთავრებული, თან წარმატებით. ტყუილად არ კიდია მისი პორტრეტი კოლუმბიის უნივერსიტეტში. კოლუმბიის უნივერსიტეტში და მთელ მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილს პატივს სცემენ. ერთადერთი ადგილი, სადაც მას პატივს არ სცემენ, ესაა საქართველოს ხელისუფლება და ის ადამიანები, რომლებსაც შურისძიებით ტვინგადაბრუნებულებს ერთი სული აქვთ, რომ რაღაცა უბედურება მოუწყონ. 

ის, რასაც უკეთებენ სააკაშვილს, ახლა გადმოვიდა საზოგადოების წევრებზე. ყველას ვერ აპატიმრებენ, მაგრამ ცდილობენ, რომ ყველა წაახდინონ, რაღაცა ჩრდილი მიაყენონ და რეპრესიები დაიწყონ. მართალი გითხრათ, საქართველოში ამის პოტენციალი არ არის, ეს ხომ პირველად არ ხდება. როგორც კი ასეთი რამ იწყება, იმ წუთას მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. და სამოქალაქო დაპირისპირებას მე არავის არ ვურჩევ, მით უმეტეს არ ვურჩევ იმ ხელისუფლებას, რომელსაც ძველებურად გაქცევა არ უშველის. ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, მტერმა გააჩაღა აქ უბედურება, მტერმა. იმიტომ, რომ ცუდად დამთავრდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ დაამთავრებს, როგორც, თუნდაც, ჰააგის პატიმარი. არა, თუ დაიწყება ასეთი რამე, აქ გაცილებით უფრო მძიმე რამეები მოხდება, ამიტომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეულ ჯგუფებს ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ
  2. ტრამპი 30-მდე ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს — მიზეზი და ქვეყნების ჩამონათვალი
  3. 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
  4. გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე
  5. არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ენმ-ის წევრი დავით დიღმელაშვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დააკავეს პირი, რომელმაც სურამის ერთ-ერთი მონასტრის შესაწირი ყუთიდან თანხა და სხვა საეკლესიო ნივთები მოიპარა

სამართალდამცველებმა დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის შესაწირ ყუთში არსებულ თანხის და საეკლესიო ნივთების მოპარვის…