მოქალაქეები პეტიციით რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას და პირდაპირ ფრენებზე უარის თქმას ითხოვენ
ფოტო: Reuters
რატომ არის მნიშვნელოვანი: უვიზო რეჟიმი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა, 2012 წელს კი საქართველოს მხრიდან ცალმხრივად აღდგა. ხოლო პირდაპირი ფრენები 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა თავად აკრძალა.
- მაშინ, როცა ცივილიზებული მსოფლიო ოკუპანტ ქვეყანას სანქციებს უწესებს და იზოლაციაში აქცევს, საქართველო სანქციებს არ უერთდება, თან ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მცდელობები უკვე დიდი ხანია შესამჩნევია.
- სერგეი ლავროვიც კი ამბობდა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებით კმაყოფილები არიან და შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.
- 2022 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა ისიც, რომ თანამშრომლობა ვითარდებოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც არ გამორიცხავდნენ.
- 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კი ამტკიცებდა, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენების აღდგენა შესთავაზეს.
- ქართულ ოცნებაში ამას არ ადასტურებდნენ, მაგრამ ფრენების აღდგენის იდეას ყოველთვის მიესალმებოდნენ.
- შედეგად, პუტინის ბრძანებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
- აგრესორმა პრეზიდენტმა, გაუქმა თავისივე შეზღუდვაც, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენას უკრძალავდა.
დეტალები: პეტიციის ავტორი, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი, კახა წიქარიშვილი აცხადეს, რომ მაშინ, როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და ქართველი მეომრები ეწირებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დათბობა არის მოღალატეობრივი ნაბიჯი და მიმართულია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
- აქვე განმარტებულია, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
- და რუსეთთან დაახლოება ნიშნავს ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსგან დაშორებას, სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმას და რუსეთის ნაწილად ქცევას.
- შესაბამისად, ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე და უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
- ამ დროისთვის [12:56] პეტიციას 1 692 ხელმოწერა აქვს.
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
კომენტარები