ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესახებ
რატომღაც გავრცელებული მოძღვრებაა, რომ სოციალიზმი თავისთავად გულისხმობს მაღალ საშემოსავლო და სხვა სახის გადასახადებს. ცხადია, ამ შემთხვევაში სოციალიზმში არ მოვიაზრებ პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც საწარმოო საშუალებებს მუშები უნდა აკონტროლებდნენ და სოციალურ ცხოვრებას კომუნები კოლექტიურად უნდა წარმართავდნენ. რამდენადაც არ უნდა მინდოდეს ეს, ჩემდა სამწუხაროდ რაღაც ანარქისტული სინდიკალიზმისგან ძალიან შორს ვართ.
სოციალისტები პირიქით, ამ მუხლს კბილებით უნდა იცავდნენ
ამ შემთხვევაში მე სოციალიზმში ვგულისხმობ იმას რასაც სხვები გულისხმობენ ხოლმე. კერძოდ კი ეგრეთ წოდებული სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს, სადაც მოქალაქეები გასახადების მეშვეობით აფინანსებენ „საერთო სიკეთეებს“, რომელთა მიწოდებაც მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს. ცხადია საუბარი მაქვს სახელმწიფო ჯანდაცვაზე, სახელმწიფო განათლებაზე, სოციალურ დახმარებაზე და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, დღეს როდესაც მიმდინარეობს დებატი იმაზე თუ რა როლი აკისრია მთავრობას, რეალურად საუბარი იმაზეა, თუ როგორ და რაში უნდა დახარჯოს ფული სახელმწიფომ. ეს ფული მას, როგორც უკვე აღვნიშნე გადასახადების გადამხდელებისგან შესდის.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფული არის ის ერთეული, რომლითაც ჯილდოვდება ადამიანების შრომა. ზოგი უსამართლოდ ცოტას გამოიმუშავებს, ზოგი კი უსამართლოდ ბევრს. მე და ბევრ მემარცხენეს მიგვაჩნია, რომ კორპორაციები, მათი მეპატრონეები, ბიზნესმენები და ინვესტორები ხშირად უზარმაზარ მოგებას აკეთებენ ხალხის გაწეული შრომით, ხალხს კი ამ შრომისთვის იმაზე ნაკლებს უბრუნებენ ვიდრე ეკუთვნით. თუ რატომ ვფიქრობ(თ) ასე, ამის განხილვას ახლა ნამდვილად არ ვაპირებ. მთავარი ისაა, რომ მემარცხენეები და სოციალისტები მიიჩნევენ, რომ შრომა სამართლიანად არ ფასდება. უბრალო ადამიანები თავიანთი შრომის სათანადო საფასურს არ იღებენ. რადგან ეს ის მოცემულობაა, რომელსაც ყველა მემარცხენე და სოციალისტი იზიარებს, ჩემთვის გასაოცარია რატომ ეწინააღმდეგებიან მემარცხენე დაჯგუფებები, როგორიცაა European.ge ან აუდიტორია 115, ეკონომიკური თავისუფლების აქტს. ამ ესეის ფარგლებში, ვეცდები განვმარტო ჩემი პოზიცია კონსტიტუციის 94-ე მუხლზე და შევეცდები ავხსნა რატომ მგონია, რომ სოციალისტები პირიქით, ამ მუხლს კბილებით უნდა იცავდნენ.
შეზღუდული დემოკრატია
მთავრობა, მეტწილად მოსახლეობისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. პირველ რიგში, საქართველო. ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, წარმომადგენლობითი დემოკრატიის მოდელს მისდევს. ანუ პარლამენტი და მისი წევრები წარადგენენ და განიხილავენ, შემდგომ კი გადაწყვეტილებას იღებენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. იდეაში ეს ასეა, თუმცა ჭეშმარიტება სულ სხვაგვარია. გადით ქუჩაში და ჰკითხეთ, რაში ხარჯავს მთავრობა გადასახადებს. რამდენი მიდის აგრონომიის სუბსიდირებაში, კულტურის სამინისტროს პროექტებში... რამდენი იხარჯება მერიის წარმომადგენლების შენახვაში, პარლამენტარების ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში და ა.შ.
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ნამდვილად არის ხედვების საკითხი. არაფერი არ აფიქსირებს ხედვას იმაზე უკეთ, ვიდრე რეფერენდუმი.
თქვენ აღმოაჩენთ, რომ საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს სად მიდის მათ მიერ გამომუშავებული ფული. იმას კი თქმაც არ სჭირდება, რომ ამჟამინდელი მთავრობა, მოსახლეობის უმეტესობამ ეკონომიკური ან პოლიტიკური გეგმის გამო არ აურჩევია.
კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საშუალებას აძლევს მოსახლეობას, პირდაპირი გზით გადაწყვიტონ, მაქსიმუმ რამდენი ფულის გასაღებლად არიან მზად სოციალური და სხვა სახელმწიფო სერვისების თუ ეკონომიკური აქტივობის დასაფინანსებლად. ასე რომ იმის თქმა, რომ 94-ე მუხლი არადემოკრატიულია სრული აბსურდია. რეფერენდუმზე დემოკრატიული არაფერი არსებობს.
რა უნდა იყოს სოციალისტების მიზანი
სოციალისტების და მემარცხენეების მთავარი მიზანია, ყოველ შემთხვევაში მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ თანაბრად იხეიროს აუცილებელი და/ან საერთო კეთილდღეობით. ამის მაგალითია ჯანდაცვა და განათლება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ექსპლოატირებულმა მუშახელმა მაქსიმალურად იხეიროს საკუთარი შრომით. საქმე იმაშია, რომ განათლების, ჯანდაცვის და სხვა უამრავი სერვისის მიწოდება, მთავრობას არსებული ფისკალური პოლიტიკის ფარგლებშიც კი ძალუძს.
სოციალისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია რა უაზრობებში იხარჯება მათი შრომის ნაყოფი.
პრობლემა ის კი არ არის, რომ მთავრობას ფული არ აქვს. პრობლემა ისაა, რომ მთავრობა ფულს არასწორად ანაწილებს. ანუ გადასახადებიდან შესული ფულის მხოლოდ რაღაც ნაწილი იხარჯება „საყოველთაო კეთილდღეობაზე“. საპატრიარქო საყოველთაო კეთილდღეობა არაა, არც თეატრი, ოპერა და არც რობი უილიამსი. ათობით მილიონი იხარჯება სრულიად უსარგებლო ინსტიტუტების და აქტივობების დაფინანსებაში. საზოგადოებამ, მემარცხენეებმაც და მემარჯვენეებმაც პირველ რიგში ეს უნდა გააცნოებიერონ. მაშასადამე სოციალისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია რა უაზრობებში იხარჯება მათი შრომის ნაყოფი.
კონსტიტუციის 94-ე მუხლი, ნეოლიბერალიზმის დაკანონება?
ბევრი მემარცხენე თვლის, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლი აკანონებს ნეოლიბერალურ ან გნებავთ მემარჯვენე ლიბერტარიანულ ეკონომიკურ სისტემას. ეს ასე არ არის. მოგეხსენებათ, გადასახადების პროგრესულობის საკითხზე კონსტიტუციაში არაფერი წერია. პროგრესულ გადასახადებს ორგანული კანონი კრძალავს და არა საქართველოს კონსტიტუცია. თუ გვსურს, რომ ღარიბებმა ნაკლები გადაიხადონ ვიდრე მდიდრებმა, უნდა მივმართოთ მთავრობას, რომ შესწორება შეიტანოს ორგანულ კანონში.
94-ე მუხლი მხოლოდ ერთ რამეს აკანონებს; სახელმწიფოს არ შეუძლია მოსახლეობისგან დაუკითხავად წაიღოს გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ფული. მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობა მართლაც ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა, კონსტიტუციის 94-ე მუხლს ნეოლიბერალიზმთან, ლიბერალიზმთან და სოციალიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის აკანონებს საზოგადოების თავისუფალ ნებას და უკრძალავს მთავრობას, ხალხისგან დამოუკიდებლად უფრო მეტი წაიღოს მათ მიერ გამომუშავებული ფულიდან. თუ სხვა მემარცხენეები ამბობენ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლი ბუნებით პოპულისტურია და ნებაყოფლობით არავის უნდა, რომ გადასახადები გაეზარდოთ, მაშინ ისინი ერთბაშად უნდა მოეშვან იმის მტკიცებას, რომ დემოკრატიას იცავენ.
საზოგადოების ეკონომიკაში ჩართულობა
On.ge-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, European.ge-ის რედაქტორი მათე გაბიცინაშვილი ამტკიცებს, რომ
„არ შეიძლება ქვეყნის საგადასახადო ფისკალური თუ მონეტარული პოლიტიკა, გადიოდეს საყოველთაო რეფერენდუმზე. ეს საკითხები მოითხოვს საჭირო ცოდნას, თუკი ხალხს ვეკითხებით პირდაპირი გადასახადების გაზრდის საკითხის, რატომ არ გაგვაქვს რეფერენდუმზე იგივე ეროვნული ბანკის პოლიტიკის საკითხი ან აქციზის გადასახადის გაზრდის საკითხი? აღნიშნული თემები მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა არის ხედვების საკითხი და არა რეფერენდუმის.“
მათე გაბიცინაშვილის დებულებას ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. კერძოდ არასწორი მგონია ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ერთმანეთთან გაიგივება. ფისკალური პოლიტიკა ძირითადად გულისხმობს ხალხისგან ფულის აგროვებას და შემდგომში ამ ფულის ხარჯვას. ის თუ ინფრასტრუქტურა როგორ უნდა გაკეთდეს/განახლდეს მოსახლეობამ ნამდვილად არ იცის და ისინი არც არიან ვალდებულნი იცოდნენ. თუმცა აი რამდენის გადახდისთვის არიან ისინი მზად, მთავრობის ინიციატივების განხორციელებისთვის, ეს უკვე ცალკე საკითხია. როგორც უკვე აღვნიშნე, ფული რომელიც მთავრობას მიაქვს საშემოსავლო გადასახადის სახით, არის უბრალო, მე და თქვენნაირი ადამიანების მიერ შრომის საფასური. იმის გადაწყვეტას, თუ რამდენი ლარის გასაღებად ვართ მზად, არაფერი ცოდნა და სპეციალიზაცია არ სჭირდება. აი ეროვნული ბანკის აქტივობის განსაზღვრა კი სპეციალიზირებულ ცოდნას ნამდვილად საჭიროებს.
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ნამდვილად არის ხედვების საკითხი. არაფერი არ აფიქსირებს ხედვას იმაზე უკეთ, ვიდრე რეფერენდუმი.
იმისთვის, რომ სოციალისტებმა და მემარცხენეებმა ავისრულოთ სურვილი, გავზარდოთ მთავრობის ჩართულობა ეკონომიკაში, მოვითხოვოთ უკეთესი სახელმწიფო ჯანდაცვა, განათლება, პენსია, სოციალური დახმარება და ა.შ, უნდა დავარწმუნოთ ჩვენი თანამოქალაქეები ჩვენს ხედვაში. ეს არის ყველაზე სწორი, დემოკრატიული და სამართლიანი გზა, შევცვალოთ საქართველოს ეკონომიკური კურსი.
94-ე მუხლის და მასთან დაკავშირებული ორგანული კანონი
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტს ვიცავ. არის რამდენიმე პუნქტი კონსტიტუციის 94-ე მუხლში და ორგანულ კანონშიც, რომლებიც ძალიან არ მომწონს და ვფიქრობ, რომ უნდა შეიცვალოს.
პირველ რიგში, მიმაჩნია რომ უნდა გაუქმდეს 94-ე მუხლის პუნქტი, რომლის მიხედვითაც გადასახადის ზედა ზღვარის ზრდაზე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ მთავრობას შეუძლია. რეფერენდუმის ინიცირება უნდა შეეძლოს უშუალოდ მოსახლეობასაც.
მიმაჩნია, რომ 94-ე მუხლთან დაკავშირებული ორგანული კანონიდან, რამდენიმე პუნქტი უნდა გაუქმდეს. მაგალითად, პირველი მუხლის მე-5-ე პუნქტი, რომელიც კრძალავს გადასახადის პროგრესულობას. მიუხედავად ამისა, მგონია რომ აუცილებელია დარჩეს მეორე მუხლის, 1ბ პუნქტი, რომლებიც საზღვარს აწესებს სახელმწიფო ვალზე, დღევანდელი კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმუმი 60%-ია. მე მიმაჩნია, რომ ეროვნული ვალის უკონტროლო ზრდა ყველაზე დიდი დანაშაულია ქვეყნის მოსახლეობის და მომავალი თაობების წინაშე.
ქვეყნის ეკონომიკური მომავალი
საქართველოს პოპულარულ მემარცხენე დაჯგუფებებს ერთ რამეში ვეთანხმები, დღევანდელი ეკონომიკური წყობა წარუმატებელია. საქართველოს მსგავსი განვითარებული სახელმწიფოები ხშირად მისდევენ პოპულარულ მოძღვრებას, რომ ეკონომიკური ზრდის და საერთო კეთილდღეობის მიღწევა მხოლოდ კაპიტალის თავისუფალი მოძრაობით, თავისუფალი ვაჭრობით და დაბალი გადასახადებით არის შესაძლებელი. არ მგონია, რომ ეს ასეა. თუ განვითარებული ქვეყნების ისტორიას, აღმოაჩენთ, რომ ბაზრების ლიბერალიზაცია მათ მხოლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერვენციებით, პროტექციონიზმით და ადგილობრივი ინდუსტრიის სუბსიდირებით შეძლეს. ჩემს მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს პირად ბლოგზე, პოსტებში თავისუფალი ბაზარი? და ერთი-ორი სიტყვა საქართველოს ამჟამინდელ ყოფაზე, ეკონომიკაზე და შრომით უფლებებზე.
რაც არ უნდა იყოს ჩემი რწმენა, მე ვფიქრობ რომ მთავრობა ვალდებულია ოდნავ მაინც დემოკრატიული იყოს და გვკითხოს ჩვენ, მოქალაქეებს, რამდენი ფული უნდა წაიღოს ჩვენგან.
-
გამოკითხვა: გადავლენ ბზიკები ევროვიზიის ფინალში? გამოკითხვა: გადავლენ ბზიკები ევროვიზიის ფინალში?
გადახედვა
-
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "ბატონ ფიშერს ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს — მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს საქართველოს" შალვა პაპუაშვილი: "ბატონ ფიშერს ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს — მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს საქართველოს"
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია)
-
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკში კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკში
-
ხორცის ჭამა არსებითად არასწორია — ბილი აილიში ხორცის ჭამა არსებითად არასწორია — ბილი აილიში
გადახედვა
-
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
გადახედვა
-
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones?
-
მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს" მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს"
გადახედვა
-
ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს? ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს?
გადახედვა
-
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
-
"მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს "მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი
გადახედვა
-
ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს? ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს?
გადახედვა
-
დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან
გადახედვა
-
საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება" ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება"
გადახედვა

დისკუსია: როგორ ფიქრობთ, უნდა გეკითხებოდეთ მთავრობა გადასახადების ზრდას რეფერენდუმზე, თუ არა?