კელი დეგნანი

11 May. 2023, 16:16

მინდა გავაკეთო განცხადება იმ შემაშფოთებელ ტყუილებთან დაკავშირებით, რაც ვრცელდება IRI-სთან დაკავშირებით, მმართველი პარტიისა და მათთან დაკავშირებული მედიარხების საშუალებით. IRI არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში განვითარებას, მრავალპარტიულ დემოკრატიას და ამას აკეთებს უკვე 20 წლის განმავლობაში. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მხარდაჭერა მიმართულია მმართველი პარტიის მიმართ. მმართველი პარტიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი არის ამ IRI-ს პროგრამებისა და კურსების კურსდამთავრებული. ასეთი ქმედება ნამდვილად აჩენს კითხვებს, რატომ ხდება თავდასხმა, ამ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციებზე, მათ საქმიანობაზე, იმ ახალგაზრდებზე, ვინც მონაწილეობენ ამ პროცესებში და დამოუკიდებელ კვლევებსა და გამოკითხვებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც იღებენ ინფორმაციას ამ კვლევებისგან. 

ამ ორგანიზაციებს, IRI-ს და და NDI-ს მხარს უჭერს ამერიკის კონგრესი და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. ის ახალგაზრდები, ვინც მონაწილეობს პროცესებში, არიან ისინი, ვისაც სურთ, რომ წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის განვითრებაში, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, მშვიდონიანად და კონსტრუქციულად და შესაბამისად, დადებითი წვლილი შეიტანონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის უკეთეს მომავალში. ასე რომ, აშშ მხარს უჭერს IRI-ს და NDI-ს. კონგრესი მხარს უჭერს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. 

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა მედიასთან ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებით აუდიტი უნდა დაინტერესდეს. ასევე, აღნიშნა, რომ დაფინანსება დონორმა ორგანიზაციებმაც უნდა გაასაჯაროონ, IRI დაასახელა და მისი დისკრედიტაცია სცადა. მისი მტკიცებით, ამ ორგანიზაციის დაფინანსებით "ახალგაზრდებს იარაღს აჩვევენ" და "რევოლუციურ სცენარებს უნერგავენ". 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  5. რა ეღირება ლარი უქმეებზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ