თიბისის მხარდაჭერით გურჯაანის ტექნოპარკმა ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა
ფოტო: თიბისი ბანკი
თიბისის მხარდაჭერით და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ორგანიზებით გურჯაანის ტექნოპარკმა, მდგრადი განვითარების თემაზე ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა.
ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18-წლამდე ახალგაზრდები მუშაობენ კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. მოცემული, შეზღუდული, დროის პერიოდში ახალგაზრდები იდეების განვითარებასა და ჩამოყალიბებას სწავლობენ.
ინოვაციების ბანაკის მონაწილეები არ იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ მალევე მოახერხეს ჯგუფში ადაპტირება და ეფექტიანი სამუშაო გეგმის შედგენა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს წვდომა ჰქონდათ საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. გუნდების ფორმირების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები გაეცნენ ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც 12 საათის განმავლობაში იმუშავეს. მონაწილე გუნდებს დაევალათ ინოვაციური პროექტის მომზადება, რომლის გრძელვადიანი მიზანი მსოფლიოს შეცვლა ან/და არსებული პრობლემის გადაჭრა იყო.
ღონისძიების ბოლოს, თითოეულმა გუნდმა წარადგინა ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც, ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი.
გამარჯვებული გუნდის წევრებს თიბისისგან საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა 120-ზე მეტ ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატი ინოვაციების ბანაკში მონაწილეობისათვის.
ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი ქვეყანაში. ასევე, JA Europe-ის მოდელი ორგანიზაცია და მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში.
JA მსოფლიო დაფუძნდა 1919 წელს და 2023 წლის, ზედიზედ მეორედ, არის ნომინირებული ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-6 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.
ინოვაციების ბანაკი განხორციელდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში ფარგლებში, ჯუნიორ ეჩივმენტ ალუმნთან, გურჯაანის ტექნოპარკთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
-
თბილისის აეროპორტი: მხოლოდ სამი რეისი გადამისამართდა ქუთაისის, ალმათისა და ბაქოს აეროპორტებში თბილისის აეროპორტი: მხოლოდ სამი რეისი გადამისამართდა ქუთაისის, ალმათისა და ბაქოს აეროპორტებში
გადახედვა
-
შესაძლოა, ამერიკის კონტინენტზე მამონტების გადაშენება ადამიანებმა გამოიწვიეს — ახალი კვლევები შესაძლოა, ამერიკის კონტინენტზე მამონტების გადაშენება ადამიანებმა გამოიწვიეს — ახალი კვლევები
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები
გადახედვა
-
მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირეს — ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირეს — ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს
გადახედვა
-
POG: ფაშისტური იდეოლოგიური დაჯგუფების ორგანიზატორ არასრულწლოვანს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა POG: ფაშისტური იდეოლოგიური დაჯგუფების ორგანიზატორ არასრულწლოვანს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
მტრედები გზას მხოლოდ მზით არ პოულობენ — მეცნიერებმა მათ ორგანიზმში "შიდა კომპასი" აღმოაჩინეს მტრედები გზას მხოლოდ მზით არ პოულობენ — მეცნიერებმა მათ ორგანიზმში "შიდა კომპასი" აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა
გადახედვა
-
რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა
გადახედვა
-
პოლ მაკარტნიმ Beatles-ის სიმღერა 60 წლის შემდეგ პირველად, ტეილორ სვიფტის ქორწილში შეასრულა პოლ მაკარტნიმ Beatles-ის სიმღერა 60 წლის შემდეგ პირველად, ტეილორ სვიფტის ქორწილში შეასრულა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს
გადახედვა
-
ლითიუმის დაბალი დოზა ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს ლითიუმის დაბალი დოზა ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს
გადახედვა
-
გორში ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა — ოჯახი პასუხისმგებლობას კლინიკას აკისრებს გორში ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა — ოჯახი პასუხისმგებლობას კლინიკას აკისრებს
გადახედვა
-
დამასკოში, ემანუელ მაკრონის ვიზიტისას, აფეთქება მოხდა — დაშავდა 18 ადამიანი დამასკოში, ემანუელ მაკრონის ვიზიტისას, აფეთქება მოხდა — დაშავდა 18 ადამიანი
გადახედვა
-
20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა 20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს
გადახედვა
-
სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს
გადახედვა
-
ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი
გადახედვა
-
ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან
-
შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
კანონიერი ქურდი, რომელიც 18 წელი ძებნაში იყო, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს კანონიერი ქურდი, რომელიც 18 წელი ძებნაში იყო, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს
გადახედვა
კომენტარები