ისაუბრე იმაზე, რისიც თავად გჯერა — გუგა სუხიაშვილი, საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული და ჟიურის წევრი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ინოვაციური, განათლებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და "ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის" (ESU) ორგანიზებით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი წელს 25-ედ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო, რომელთაგან ნახევარფინალში 30 გამორჩეული ესსეს ავტორი გადავიდა. ჟიურიმ მათგან 11 საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი შეარჩია, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გამოავლინა.
ჟიურის ერთ-ერთი წევრი გუგა სუხიაშვილი თავად იყო კონკურსის 2016 წლის გამარჯვებული. დღეს კი ის საქართველოს ბანკში ეჯაილ ქოუჩის პოზიციას იკავებს.
"ბოლო წლების განმავლობაში კონკურსთან მუდმივი შეხება მქონდა და წლიდან წლამდე თვალნათლივ ვხედავდი, თუ როგორ იზრდებოდა მისი მასშტაბი. წელს ჩემი კონკურსში ჩართულობა უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რადგან ამ პროცესს განსხვავებულ ამპლუაში შევუერთდი. ამასთან, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხრიდან ინტერესის ზრდის პარალელურად მომეცა შესაძლებლობა, მომესმინა კიდევ უფრო ბევრი, ძალიან საინტერესო ახალგაზრდისთვის, რამაც კონკურსი უფრო მეტად განსხვავებულ და უნიკალურ გამოცდილებად აქცია", — აღნიშნავს გუგა.
ამბობს, რომ ჟიურის ამპლუაში ყოფნა ბევრად უფრო საპასუხისმგებლო საქმე აღმოჩნდა, ვიდრე, უბრალოდ, მონაწილედ ყოფნა, რადგან ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მთელ კონკურსზე ახდენ ზეგავლენას.
"პირველად როცა კონკურსზე სიტყვით გამოვედი, არ მეგონა თუ ოდესმე მაგიდის მეორე მხრიდან ყოფნის შესაძლებლობა მექნებოდა. თუმცა, ვეცადე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამომეყენებინა და, ამავდროულად, ობიექტურობა არ დამეკარგა", — განმარტავს გუგა.
იხსენებს, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება სწორედ კონკურსის ხასიათმა გადააწყვეტინა — შესაძლებლობამ, ერთ, საერთო საკითხზე, განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის მოესმინა და გაცნობოდა მათ მსოფლმხედველობას.
"როდესაც კონკურსის შესახებ ინტერნეტში სტატიას გადავეყარე, პირველი ფიქრი რაც გამიჩნდა იყო ის, თუ რა საინტერესო იქნებოდა ხუთი წუთის განმავლობაში, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე საკითხზე განსხვავებული პოზიციების მოსმენა. ამავდროულად, ჩავთვალე, რომ მეც მქონდა სათქმელი და მომინდა, ჩემი აზრები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა", — ამბობს გუგა.
ასე დაიწყო კონკურსისათვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ძალისხმევასთან და კვლევასთან ერთად, კრეატიულობასაც მოითხოვდა. ამბობს, რომ თავდაპირველად გადაწყვიტა, მოეძიებინა კარგი მაგალითები კულტურიდან თუ ლიტერატურიდან და მათზე დაყრდნობით შეედგინა სიტყვა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ თუ ამ გზას გაჰყვებოდა, მისი გამოსვლა სხვა კონკურსანტების გამოსვლას დაემსგავსებოდა.
"გადავწყვიტე, ჩემი სიტყვა პირადი გამოცდილებების გარშემო ამეწყო. კარგად ვიცოდი, რომ სხვის გემოვნებას ვერ გამოვიცნობდი, ამიტომ ისეთი ტექსტი დავწერე, რომელიც მე მომეწონებოდა — შესაბამისად, გამოსვლა სრულად ჩემს ბავშვობაზე და ბავშვობის საყვარელ სუპერგმირზე დავაფუძნე. საბოლოოდ, მივაღწიე მთავარ მიზანს - ჩემი სიტყვით გამოსვლის ტექსტი ჩემ პიროვნებასთან კარგად რეზონირებდა", — აღნიშნავს გუგა.
ასე გახდა გუგა საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული და დაიწყო მზადება ლონდონში, საერთაშორისო ტურში ასპარეზობისთვის. გვიყვება, რომ კონკურსში მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებას ჰგავდა, სადაც მონაწილეები სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ და მთელ ძალისხმევას ხუთ წუთიან გამოსვლაში დებდნენ.
"ერთი შეხედვით რთულია იმ მასშტაბის და ტრადიციის დანახვა, რომელიც ამ კონკურსს აქვს. მსოფლიო ჩემპიონატის გაგონებაზე პირველი ასოციაცია ყოველთვის სპორტია, რომელთანაც ეს კონკურსი ბევრ საერთოს იზიარებს — აქაც სისწრაფეს, სწორ სტრატეგიას და დიდ შრომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველად ეს ყველაფერი, ალბათ, უკვე ლონდონში გავიაზრე, როდესაც დავინახე, რომ მონაწილეების უმრავლესობა მწვრთნელებით იყო წარმოდგენილი. კონკურსის დაწყებამდე მონაწილეები ვოკალურ სავარჯიშოებს აკეთებდნენ, სარკესთან სიტყვებს იმეორებდნენ და მათ მწვრთნელები ამხნევებდნენ. ამან კიდევ ერთხელ დამანახა თუ რა დიდი შრომა და გზა იყო გამოვლილი თითოეული ინდივიდის უკან", — აღნიშნავს გუგა.
ამბობს, რომ კონკურსის ფარგლებში მას თავდაჯერებულობას საკუთარი სიტყვა მატებდა, რადგან იცოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო შეჯიბრი, ის მაინც კმაყოფილი დარჩებოდა.
"ჩემი მთავარი სიძლიერე ისევ ის იყო, რომ საკმაოდ უნიკალური სიტყვა მქონდა, რომელიც მე ძალიან მომწონდა. განსაკუთრებით არ ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი თავით კმაყოფილი ვიქნებოდი. ამ შემთხვევაში სტრატეგიამ გაამართლა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ უმეტესი ქვეყნის წარმომადგენელს მსგავსი მაგალითები ქონდათ წარმოდგენილი, რის გამოც ჩემი სიტყვა კიდევ უფრო უნიკალური გამოჩნდა", — იხსენებს გუგა.
შედეგად, ის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა და როგორც ამბობს, ეს გამოცდილება მისთვის ცხოვრებისეულ გაკვეთილად იქცა.
"ამ მომენტში პირველად დავიწყე ნერვიულობა, ნახევარფინალი იმპროვიზაციის რაუნდი იყო და ჩემი მაშინდელი გულუბრყვილობით, არ მქონდა გათვლილი რომ აქამდე მოვიდოდი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გამოვეთიშე კონკურსს. თუმცა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი ვისწავლე - სჯობს გადააფასო შენი შესაძლებლობები, ვიდრე საკმარისად არ დააფასო ისინი", — აღნიშნავს ის.
გუგა თითოეულ ახალგაზრდას ურჩევს, დაიჯერონ საკუთარი თავის, საკუთარი სათქმელის... შედეგად კი დაინახავენ, რომ "თუ ისაუბრებ იმაზე, რისიც გჯერა, მეორე ნომერი ვერასოდეს იქნები".
წლევანდელ კონკურსში ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში გუგაც იყო, 11 ფინალისტიდან 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოავლინა, რომელთაგან გამარჯვებული ელენე გურეშიძე გახდა. ელენე 8 მაისს ლონდონში, საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, სადაც ის საქართველოს წარადგენს.
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
კომენტარები