მამუკა მდინარაძე

2 May. 2023, 15:50

მე ვიცი ერთი რამ — მორალური დილების წინაშე არავინ უნდა დააყენო და ჩემი აზრით, ყველას ჩვენ, ეს ხელისუფლება იქნება, მოქალაქე იქნება, ჟურნალისტი იქნება, სინამდვილეში რა ხდება და სინამდვილეში რა არის კარგი, კონკრეტული ადამიანებისთვის, იმ ბავშვებისთვის, აქედან უნდა გამოვიდეთ ყველანი. ამის იქით მე არ ვარ უფრო ზუსტი პასუხისთვის მზად. [...] რეალურად, ყველას სურს, რომ გადაჭრას პრობლემა, ოღონდ ეს იყოს რეალობიდან გამომდინარე და ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე.

მგონია, რომ ყველა ფიქრობს სხვადასხვა გზაზე, გულწრფელად ასე მგონია, სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც ამ თემაში არიან კომპეტენტურები და მშობლებიც. ორივეს აქვთ ერთი მიზანი, მაგრამ ამ მიზანში გადაჭრის გზებზეა მხოლოდ დავა. მოდი, ამ რეალობას შევხედოთ თვალებში და პოლიტიკოსებმა დაანებონ თავი ამით მანიპულირებას და სპეკლულირებას.

[...] როგორ გგონიათ, ჯანდაცვის მინისტრს, პრემიერმინისტრს ან ვინმეს ხელისუფლებიდან არ უნდა, ის ბავშვები კარგად იყვნენ?

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი. ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ითხოვენ აქონდროპლაზიის სამკურნალო ერთადერთი პრეპარატის, ვოსორიტიდის, შემოტანას, რომლის წლიური დოზაც, დაახლოებით, 200 000 დოლარი ჯდება. ვოსორიტიდს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია 2021 წელს მიენიჭა, თუმცა მთავრობა ირწმუნება, რომ პრეპარატის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად მეტი მტკიცებულება სჭირდებათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  3. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას

კაცებში ტესტოსტერონის დონე შემცირებას დაახლოებით 35 წლის ასაკიდან იწყებს. ახალი კვლევის თანახმად, ამ პროცესში,…