საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნებია — რა უნდა იცოდეთ
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
რატომ არის მნიშვნელოვანი: შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში იმართება. მოქალაქეები აირჩევენ:
- პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს;
- გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს;
- ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
ვინ (არ) მონაწილეობს არჩევნებში: ოპოზიციამ არჩევნებში ჩართვაზე უარი თქვა, ამიტომ მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის კანდიდატი მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავს წარდგენილი.
- საკრებულოს შუალედური არჩევნებზე მმართველი გუნდის ერთადერთი კონკურენტი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელია, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე კი — კახა კუკავას პარტის წევრი.
- ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარობის ქართული ოცნების კანდიდატი, გიორგი ხახუბია ფიქრობს, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მას კონკურენტი არ დაუყენეს, რადგან "იცოდნენ წინასწარ, რა შედეგები იქნებოდა".
- ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი განმარტავს, რომ პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობს, ამიტომ ფარსში მონაწილეობას არ იღებენ.
- "ვითარება ქვეყანაში ნორმალურთან დაახლოებულიც არ არის, გაცდენილია და მთელი ძალისხმევა პოლიტიკური დემოკრატიული ოპოზიციის, ჩვენი, ევროპული საქართველოსიც არის ადამიანების მოტივირება გადამწყვეტ არჩევნებზე, რომელიც მოდის შემდეგ წელს", — განაცხადა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-თან.
როგორ ჩატარდება არჩევნები: ეს პირველი შემთხვევაა, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს.
- საარჩევნო ბიულეტენი განსხვავებული იქნება — ცესკოს განმარტებით, ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, უნდა გააფერადოს წრე სახელის წინ.
- აპარატი ავტომატურად ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ ბეჭდავს წინასწარი შედეგების ამონაწერს.
- ცესკოში ამბობენ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.
- სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობაზეც — პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.
რიცხვებში: როგორც ცესკოში ბრიფინგზე განაცხადეს, სულ 165 საარჩევნო უბანი იმოქმედებს — ათივე მუნიციპალიტეტში 185 056 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
- აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს.
- რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) კენჭისყრა აქამდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება და შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები