ირაკლი ღარიბაშვილი

24 Apr. 2023, 14:54

ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი. შეიძლება, იყოს 10 მილიონი და ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება, ისე გართულდეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს საქმე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, ანუ სახელმწიფოსი, მთავრობის, რაც არ გვინდა, რომ ეს მოხდეს.

ამიტომ საჭიროა ცოტა მოცდა, დრო გვჭირდება, ერთად ვიმუშაოთ. მინდა, მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, სამინისტრო არის მზად, რომ ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა, დაველოდოთ, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება.

200 ქვეყანაში არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, რომ 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, რაღაც პოპულისტურად ჩვენ ჩავერთოთ პროგრამაში, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ, ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ეს არ არის სწორი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და ვეყრდნობით უფრო კვალიფიციურ აზრებს.

აქედან გამომდინარე, მინდა, ვთქვა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია, გვაქვს კონტაქტი ამ წამლის მწარმოებელ კომპანიასთანაც, ჯანმო-სთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება აღნიშნული საკითხი, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით ამ პროგრამაში

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მე-6 დღეა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით კანცელარიასთან ღამეს ათენებენ და მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ითხოვენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვეყნის საეჭვო გარემოებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა
  2. იაპონელი მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა
  3. სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
  4. მიტროპოლიტი ისაია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება"
  5. შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ოთხი დღე მოდის, მუსიკისა და ხელოვნების სივრცეში — Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა I ვიდეოსიუჟეტი

2-წლიანი პაუზის შემდეგ Mercedes-Benz Fashion Week დაბრუნდა. მოდის კვირეული 7-10 მაისის ჩათვლით გაგრძელდა და ქართველმა…