თეგეტა გარემოსთვის — თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია საბურავებისგან უკვე გაწმენდილია
თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია, რომელიც გარემოსთვის საზიანო ნარჩენებით, საბურავებით იყო დაბინძურებული, სრულად გაწმენდილია. ათასობით საბურავის გასატანად თეგეტა ჰოლდინგის შვილობილ ორგანიზაცია თეგეტა გრინ პლანეტს რამდენიმე დღე დასჭირდა. ასევე, ამ პროცესში ჩართული იყო თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Porsche Centre Tbilisi.
თეგეტასთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ტერიტორიის გაწმენდაზე პასუხისმგებლობა ჰოლდინგში შემავალმა ორგანიზაციამ, Tegeta Green Planet-მა, აიღო და საბურავები გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს ჩააბარა, სადაც მათ ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადაამუშავებენ.
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "თეგეტასთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჰოლდინგში ნარჩენების მართვა შესაბამისი რეგლამენტით რეგულირდება. როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები ვნახეთ, გადავწყვიტეთ, ჩვენს თავზე აგვეღო პასუხისმგებლობა და ჩვენივე ხარჯებით დაგვესუფთავებინა ტერიტორია, რადგან ზოგისთვის არტად შეფასებული ეს ინსტალაცია სინამდვილეში ბუნებისთვის ძალიან სახიფათოა".
შალვა ახვლედიანი, Tegeta Green Planet-ის დირექტორი: "Tegeta Green Planet მართავს ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს, როგორებიც არის მეორადი აკუმულატორები, საბურავები და ზეთები. ჩვენს პირდაპირ მოვალეობაში შედის მხოლოდ თეგეტას ნარჩენების გატანა და არ გვევალება გარემოში გაფანტული ნარჩენების მართვა. თუმცა, ამის მიუხედავად, გვერდს ვერ ავუვლიდით თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილ სიტუაციას და მიხარია, რომ ჩვენი ჩართულობით ტერიტორია გარემოსთვის საზიანო ნარჩენებისგან გაწმენდილია".
თბილისის შემოვლით გზაზე, გლდანთან ახლოს, მინდორში გადაყრილი ათასობით საბურავის ფოტოები რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა ბილი ბილიხოძემ განათავსა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვირუსულად გავრცელდა. ფეისბუკის მომხმარებლების ნაწილმა მწვანე მდელოზე მიმოფანტული საბურავები ხელოვნების ნიმუშად აღიქვა, ნაწილი კი ძალიან აღშფოთდა, რადგან რეალურად საბურავების უზარმაზარ გროვას გარემოსთვის უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია.
ბილი ბილიხოძე, ფოტოგრაფი: "ადგილზე რომ მივედი, ძალიან შემზარავი სიტუაცია დამხვდა - უამრავი საბურავი და რეზინის საშინელი სუნი. ორი საათის განმავლობაში ვიღებდი ფოტოებს დრონითა და ფოტოაპარატით. ვიცოდი, რომ ეს მასალა ვიღაცამდე უნდა მიმეტანა, ვინც ამ პრობლემას მოაგვარებდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც გამომეხმაურა, იყო თეგეტა, რომელმაც ზუსტად იცოდა, სად უნდა წაეღო საბურავები გადასამუშავებლად. პირობა რამდენიმე დღეში შეასრულეს, ეს ტერიტორია ახლა სრულად გაწმენდილია საბურავებისგან".
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები.
Tegeta Green Planet თეგეტა ჰოლდინგში შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები