Google-ის მკვლევრებმა ChatGPT ვიდეოთამაშის პერსონაჟებში ჩააშენეს
პერსონაჟებს მახასიათებლები და მოგონებები გაუჩნდათ.
The Sims ბევრს უთამაშია, სადაც პერსონაჟების ცხოვრებას ვმართავთ. თამაშში ერთი შეხედვით, თითქოს ყოველ მათგანს თავისი ცხოვრება აქვს. და აი ახლა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ეს კონცეფცია სულ უფრო აქტუალური ხდება — თამაშის პერსონაჟები, რომლებსაც თავისი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეთ.
Google-მა, სტენფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შექმნა ადამიანის მსგავსი ვიდეო თამაშების პერსონაჟები, რომლებიც AI-ის გადაწყვეტილების მისაღებად იყენებენ.
საუბარია Smallville-ზე, თამაშზე, რომელსაც ჰყავს 25 პატარა პერსონაჟი. ისინი ადამიანურად მოქმედებენ, აქვთ ტიპიური რუტინები, როგორიცაა ძილი, ჭამა და ერთმანეთთანაც საუბრობენ. თითოეულ პერსონაჟს გააჩნია თავისი ცხოვრება და ეს ყველაფერი ისე, თითქოს რეალური იყოს.
"ეს ერთგვარი გენერაციული აგენტები იღვიძებენ, ამზადებენ საუზმეს და მიდიან სამსახურში. მხატვრები ხატავენ, ავტორები წერენ; ისინი აყალიბებენ მოსაზრებებს, ამჩნევენ ერთმანეთს და იწყებენ საუბარს. მათ ახსოვთ და რეაგირებენ წარსულის მოვლენებზე — გეგმავენ მეორე დღეს. ამ აგენტების გასააქტიურებლად, საქმე გვაქვს არქიტექტურასთან, რომელიც აფართოებს ენის დიდ მოდელს — ეს რათა შეინახოს აგენტის გამოცდილების სრული ჩანაწერი ბუნებრივი ენის გამოყენებით და დროთა განმავლობაში მოახდინოს ამ მოგონებების სინთეზირება უფრო მაღალ დონეზე", — წერენ ავტორები წინასწარ ნაშრომში, რომელიც ჯერ არ არის მიმოხილული.
პერსონაჟებში ჩაშენებულია ChatGPT. მკვლევრებმა ხელოვნურ ინტელექტში შეიყვანეს ინფომაცია იმაზე თუ რა არის ვიდეოთამაშის პერსონაჟი. პერსონაჟებს თავისი ისტორია გააჩნდათ, სწორედ ამაზე დაშენებით ხელოვნურმა ინტელექტმა მათ "ხორცი" შეასხა.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პერსონაჟები ბევრად უფრო კომპლექსურები გახდნენ, გუჩნდათ მოგონებები და რეალურ ადამიანებს დაემსგავსნენ. მკვლევრებმა მოახდინეს ისეთი მოვლენების სიმულირება, როგორიცაა ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი წვეულება, და პერსონაჟებმა რეაგირება მოახდინეს წვეულებაზე სხვების ანონიმურად მიწვევით. ისინი იქცეოდნენ ისე, როგორც ამ წვეულებას შეეფერება.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ამ პატარა ვიდეოთამაშში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება პერსონაჟებს ადამიანების სოციალური ქცევების სიმულირების საშუალებას აძლევს. მეტიც, თუ ასეთი მოდელები ინტეგრირდება უფრო დიდ თამაშებში, ამას მთელი ვიდეოთამაშების ინდუსტრიის შეცვლა შეუძლია. ეს ერთგვარი ვიდეოთამაშების რევოლუციაც იქნება, სადაც პერსონაჟები ნაწილობრივ დამოუკიდებლად ვითადებიან, სწავლობენ და იცვლებიან.
თუმცა, ამის განხრციელება მარტივი არ არის. ასეთი რამისთვის დიდი კომპიუტერული სიმძლავრე გვჭირდება. შესაბამისად, მსგავსი მოდელების კომპიუტერულ თამაშებში ინტეგრირება, სავარაუდოდ, ზედმეტად რთული იქნება. ამისთვის ჩვენი კომპიუტერები ძალიან ძლიერი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ეს შესაძლებელია და ასეთ მომავლამდე შეიძლება მხოლოდ კომპიუტერების სიმძლავრე გვაშორებს.
სიმულაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.
კვლევა arXiv-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები