არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთიდან უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს მეთაურები სცემდნენ
ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური, სერგეი მენიაილო აცხადებს, რომ უკრაინაში მებრძოლი ოსური ბატალიონის მეთაური მის ქვეშევრდომებს სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ორშაბათს მენიაილომ თავის Telegram-ის არხზე დაწერა, რომ ვერა ადაევამ, საქველმოქმედო ორგანიზაციის Heart of Victoria-ს ხელმძღვანელმა, გაავრცელა ვიდეო და აუდიო ჩანაწერები მათი მეთაურის მიერ "დაჩაგრულ" ჩრდილოელ ოსებზე.
მისი თქმით, ბატალიონი 47 მობილიზებული ჩრდილოელი ოსისგან შედგება და ამჟამად ხერსონშია განლაგებული.
ადაევას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს რუსი ჯარისკაცი, რომელიც სავარაუდოდ ბატალიონის წევრია. იგი განათებულ ოთახში კედელთან დახრილი მოჩანს, იფარავს თავის აშკარად დალურჯებულ სახეს და ამბობს, რომ "ცდებოდა".
ეკრანიდან გაურკვეველი პირი ჩანს, რომელიც მას დასცინის, აგინებს და ეკითხება, რისთვის იხდის ბოდიშს და "ცუდს" რას აკეთებდა.
შემდეგ ჯარისკაცს სახესა და თავში წიხლებს ურტყამს და უყვირის, რომ სახიდან სისხლი არ მოიწმინდოს.
ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა დასძინა, რომ მეთაური უკვე იდენტიფიცირებულია და რომ ვლადიკავკაზმა მოუწოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების პროკურატურებს ვიდეოებზე მოკვლევა დაიწყონ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები