ალეკო ელისაშვილი

4 Apr. 2023, 23:23

ნეპოტიზმი არის, როცა აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს, მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის ამის გამო წაიყვან და სადღაც თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრა იქ რომ წავიდა მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, იმიტომ რომ ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს რამე ევალებოდა, იყო ნათია...

ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო რომ ჩემი დისშვილია. მილიონი ნათესავი მყავს არასოდეს არავინ არსად რეკომენდაცია არ გამიწევია და დამინიშნავს... დაუძახე ჩემს დისშვილს, კითხე სად უსწავლია, რა კვალიფიკაცია აქვს, რა ცოდნა აქვს, საქართველოში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა, უცხოეთში სად უსწავლია… ჩემი დისშვილი რომ არის და პროფესიონალი თუ არის, რა ამიტო? არ უნდა ჰქონდეს არანაირი გასაქანი ამ ცხოვრებაში? აბსოლუტურად დამოუკიდებელია ბავშვობიდან. მე რამდენიმე დღის წინ რომ მელაპარაკა ვუთხარი, რომ შენი გადასაწყვეტია.

ამბობს დეპუტატი ალეკო ელისასვილი პალიტრანიუსის ეთერში. ნათია ჯულაყიძე, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილედ დაინიშნა ელისაშვილის დისშვილია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

თიბისიმ, მცირე და საშუალო ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი დანერგა. ტენდერში…