ნაცვლიშვილის თქმით, პაპუაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი უთხრა — როგორ ამართლებს კობახიძე
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა, 31 მარტს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
- ადვოკატი ამბობს, რომ გრიგორიადისს აღიარებითი ჩვენება მეგობრის დაკავების მუქარით მიაცემინეს, ასევე, ციხეში, მისი ნების საწინააღმდეგოდ, თმა გადაპარსეს, რაც პენიტენციურმა უარყო.
- ის ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს — როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ჩვენებას შემდეგ სასამართლო პროცესზე მისცემს.
ნაცვლიშვილის თქმით, გრიგორიადისი არის პატიმარი, რომელიც ჯერ კიდევ დაკავებამდე იყო დემონიზებული და ის განაჩენის გარეშე გამოაცხადა სახელმწიფო სისტემამ დამნაშავედ.
- მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მისი ციხეში მისი უფლებების შელახვაზე გავრცელდა ინფორმაცია, პარლამენტის წევრის არდაშვება ძალიან მძიმე ფაქტია.
- "ამყარებს ეჭვებს, რომ ლაზარე არ არის ჩვეულებრივი პატიმარი და რომ ის არის ადამიანი, რომელსაც მთელი სისტემა უპირისპირდება მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა თუ უდანაშაულობა არც კი გარჩეულა სასამართლოში".
- ნაცვლიშვილის მსგავსად, ენმ-ის დეპუტატი, ანა წითლიძეც ამბობს, რომ პაპუაშვილისგან ლაზარე გრიგორიადისთან შესვლაზე უარი მანაც მიიღო.
- "გაუგებარია და იქნებ გვიპასუხოთ, რატომ გვითხარით უარი მე და ანა ნაცვლიშვილს გვენახა ლაზარე და რა არის მიზეზი იმის, რომ არ შეგვეშვით მასთან ციხეში", — ამ სიტყვებით მიმართა მან პარლამენტის თავმჯდომარეს.
კობახიძე ნაცვლიშვილის არშეშვებაზე დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ "სათანადო პირებს", ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს აქვთ პატიმრის მონახულების უფლება და "ჭარბ პოლიტიზებაზე" ისაუბრა.
- "აქედან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად რაციონალური".
- დაამატა, რომ თუ ვინმეს უნდა დარწმუნდეს გრიგორიადისის უფლებების არდარღვევაში, არიან შესაბამისი პირები, მაგალითად, ადვოკატი და მას "შეუფერხებელი წვდომა" აქვს.
ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მადესკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო.
- მმართველი გუნდის თავმჯდომარემ გრიგორიადისს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ჩანს, ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.
- ომბუდსმენის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ადამიანის ორიენტაციასთანაა დაკავშირებული, მიუღებელია.
- სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ომბუდსმენის აპარატი აკეთებს ყველაფერს, რათა გრიგორიადისის უფლებები იყოს უზრუნველყოფილი.
გაიგეთ
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
კომენტარები